ინდონეზია ოფიციალურად გახდა BRICS-ის წევრი - ეკონომიკური ბლოკის, რომელიც 2009 წელს შექმნეს რუსეთმა, ბრაზილიამ, ინდოეთმა და ჩინეთმა. ეს განცხადება 6 იანვარს გააკეთა ბრაზილიის მთავრობამ - მიმდინარე წელს ბრაზილიაა BRICS-ის მორიგე თავმჯდომარე სახელმწიფო. BRICS-ში გაწევრიანების მზადყოფნა ჯაკარტამ ოქტომბერში გამოთქვა რუსეთში, ყაზანში გამართულ სამიტზე. მოსახლეობის რიცხოვნობის მხრივ ინდონეზია მსოფლიოში მეოთხე ქვეყანაა, მაგრამ მისი ეკონომიკა ამჟამად უმსხვილესი ეკონომიკების ათეულშიც არ შედის. ინდონეზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პირველი სახელმწიფოა, რომელმაც ორგანიზაციაში სრული წევრის სტატუსი მიიღო. იანვრიდან BRICS-ის პარტნიორები გახდნენ მალაიზია და ტაილანდი, უწინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ინდონეზიაც ამ სტატუსს მიიღებდა. ჯაკარტას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ასევე ნახეთ BRICS - პუტინის იზოლაციიდან და სანქციებიდან თავის დახსნის საშუალება ...