„ბოლო წლებში რუსეთმა აგრესია გააძლიერა და ევროპელებისა და სხვა ქვეყნების მიმართ“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა 6 იანვარს საფრანგეთის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, რუსეთმა ბირთვული დოქტრინის მხრივ რუსეთის ქცევა „რადიკალურად შეიცვალა და უფრო მკაცრი გახდა“, და, ასევე, „ბევრად აგრესიული გახდა მეზობლების მიმართ მისი დამოკიდებულება“. სწორედ ამ კონტექსტში ისაუბრა მან სომხეთზე, საქართველოსა და მოლდოვაზე: „ჩვენ ეს ვნახეთ სომხეთში, სადაც რუსეთი მოულოდნელად აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მას წინ აღუდგნენ. ასევე, საქართველოში საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით. იგივე სცადეს მოლდოვაშიც, მაგრამ არ გამოუვიდათ“. მაკრონმა შეაქო „პრეზიდენტ მაია სანდუს გამბედაობა და სიმტკიცე“ და განაცხადა: „შემიძლია, რუმინეთზეც ვისაუბრო, ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე, სადაც რუსეთი ასევე არ მოერიდა საარჩევნო პროცესის მანიპულირებას“. მანამდე მაკრონმა საგარეო ჩარევის ჭრილში ისაუბრა რუმინეთზე: „რამდენიმე კვირის წინ რუმინეთს მოუწია არჩევნების [შედეგების] გაუქმება არჩევნებში ჩარევის გამო, რაც აშკარად რუსეთს მიეწერება. ამას ვინ იფიქრებდა 10 წლის წინ“?! საფრანგეთის პრეზიდენტმა ისაუბრა საგარეო ჩარევაზე საფრანგეთის შიდა პოლიტიკაში და ამ კონტექსტში აზერბაიჯანს დაადო ხელი: „თავად საფრანგეთი აღმოჩნდა მიუღებელი ჩარევის წინაშე, - მის ზღვისიქითა ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ახალ კალედონიაში, სადაც აზერბაიჯანმა იფიქრა, რომ შეძლებდა საკუთარი პრობლემების მოგვარება, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ სომხეთს“. ასევე ნახეთ ალიევი: კარგია, რომ საქართველოში ვითარება სტაბილურდება, მაკრონს ყურები გამოუჩნდა საფრანგეთსა და სომხეთს წლებია, თბილი ურთიერთობები აქვთ, აზერბაიჯანსა და საფრანგეთს კი - დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობები. 2024 წლის გაზაფხულზე საფრანგეთმა რუსეთი და აზერბაიჯანი ახალ კალედონიაში - საფრანგეთის ტერიტორიაზე, რომელიც წყნარ ოკეანეში, ავსტრალიასა და ფიჯის შორის მდებარეობს - შიდა საქმეებში ჩარევასა და ანტიფრანგული, ძალადობრივი ქმედებების წახალისებაში დაადანაშაულა. ასევე ნახეთ ფრანგული ჰაუბიცები სომხეთს - განრისხებული ბაქო და შეშფოთებული რუსეთი საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საპროტესტო დემონსტრაციები გაძლიერდა და მასშტაბური სამოქალაქო პროტესტის სახე მიიღო 28 ნოემბრიდან, - მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. დემონსტრანტები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებასა და ახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ. ისინი ასევე მოითხოვენ დემონსტრაციების დროს და მასთან დ...