შესაძლოა თანამდებობა დატოვოს კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ, რომელიც ლიბერალური პარტიის შიგნით მზარდ წინააღმდეგობას წააწყდა. ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან კანადური მედია The Globe, Mail-ი, The Toronto Star-ი და ასევე ამერიკული სააგენტო Reuters-ი. პარტიაში მოელიან, რომ ჯასტინ ტრიუდო კანადელ ლიბერალთა ლიდერის თანამდებობიდან გადადგომაზე ოთხშაბათს განაცხადებს ეროვნული კონგრესის წინაშე. წყაროების ვარაუდით, შესაბამისი განცხადება უახლოეს 24 საათში შეიძლება გაკეთდეს. თავად ტრიუდოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, აღნიშნავს "როიტერსი". ასევე გაურკვეველია, გადადგება თუ დარჩება იგი პრემიერ-მინისტრად, ლიბერალური პარტიის ახალი ლიდერის არჩევამდე. ტრიუდოს ოფისში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. ჯასტინ ტრიუდოს პოპულარობა ბოლო თვეების განმავლობაში შესუსტდა, მისი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების სერიით. მან პირობა დადო, რომ დარჩება პოსტზე, რათა მომდევნო სარჩევნო ბრძოლაში წინ წაუძღვეს ლიბერალთა ბანაკს, თუმცა აღმოჩნდა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შემდგომი ზეწოლის წინაშე. ტრამპი კანადურ საქონელზე 25-პროცენტიანი გადასახადების დაწესებით იმუქრება. ჯასტინ ტრიუდო კანადის პრემიერ-მინისტრი 2015 წელს გახდა და ამ პოსტზე მესამე ვადით იმყოფება. ქვეყანაში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. ასევე ნახეთ კანადამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა პუტინს, ლავროვს და კიდევ ათასამდე პირს ასევე ნახეთ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო არჩევნების შედეგად მესამე ვადით შეინარჩუნებს პოსტს ...