„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში აღაშფოთებს ქუჩებში მდგარ ხალხს, რომლებიც უკვე 40 ღამეა, აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს და რუსეთისკენ შებრუნებას. ასეთი უდროო ვიზიტი არ დაეხმარება კრიზისის მოგვარებას. ეს მხოლოდ არჩევნებს შეუძლია!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე. три 5 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას მოუწოდა, ამ ეტაპზე უარი თქვას თბილისში ვიზიტზე. სალომე ზურაბიშვილმა, - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, რომელიც არ ცნობს საქართველოს პარლამენტის და მეექვსე პრეზიდენტის არჩევნების ლეგიტიმურობას, - ჯო უილსონის ეს განცხადებაც გააზიარა X-ზე და დაწერა: „ამ წუხილს იზიარებს საქართველოს ყველა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი, რომლებიც ზრუნავენ საქართველოში სტაბილურობაზე, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე. სწორედ ეს უნდა იყოს თქვენი ერთადერთი მიზანი, ამის მისაღწევად ერთადერთი საშუალება კი არის ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების გამოყენებით“. საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი სწორედ სალომე ზურაბიშვილს ცნობენ საქართველოს ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად. ასევე ნახეთ უილსონი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართავს, უარი თქვას თბილისში ვიზიტზე საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას ვიზიტი 8-10 იანვარსაა დაგეგმილი. პია კაუმას გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ლატვიელმა და ლიეტუველმა ევროპარლამენტარებმა რიჰარდს კოლსმა და რასა იუკნევიჩიენემ, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა; ასევე ამერიკელმა კონგრესმენმა, აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე ჯო უილსონმა. ასევე ნახეთ რიჰარდს კოლსი "კატასტროფულ და ცუდ დროს შერჩეულ ნაბიჯს" უწოდებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდა ოთხმა ოპოზიციურმა გაერთიანებამაც, რომლებმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახეს, თუმცა არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არალეგიტიმურად აცხადებენ მე-11 მოწვევის პარლამენტს, „ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობასა და კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს და ახალ არჩევნებს მოითხოვენ. ასევე ნახეთ პია კაუმას წერილით მიმართავენ “კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ „ქართული ...