ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს „კატასტროფულ და ცუდ დროს შერჩეულ გადაწყვეტილებას“ უწოდებს ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი, რომელიც თავის მოსაზრებას სოციალურ პლატფორმა X-ზე აქვეყნებს. „მიუხედავად იმისა, რომ მე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი აღარ ვარ, ჩემი ყურადღება მიიქცია ფაქტმა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს საქართველოში გეგმავს დელეგაციის ვიზიტს, რაც კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული გადაწყვეტილებაა“, - წერს კოლსი. три მისი სიტყვებით, ეს ვიზიტი ემთხვევა ივანიშვილის რეჟიმის მიერ ძალაუფლების განმტკიცებას - რუსული სტილის პრევენციული დაპატიმრებებით, დრაკონული კანონებით და საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობით. ასევე, პერიოდს არჩევნების შემდგომ, რომელიც, ევროპარლამენტარის თქმით, ზოგადად, თავისუფალი იყო, თუმცა არღვევდა ლეგიტიმური არჩევნების ორ სხვა პრინციპს – „ის არ იყო არც სამართლიანი და არც გამჭვირვალე“: „ბევრი დელეგაცია აღშფოთებულია და სამართლიანადაც. ასეთი ვიზიტი რეჟიმს მოუტანს პროპაგანდისტულ გამარჯვებას, ლეგიტიმაციას მისცემს ავტოკრატიას, რომელიც ყალიბდება, და ამავე დროს მნიშვნელოვნად ძირს გამოუთხრის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას“. რიჰარდს კოლსი მიიჩნევს, რომ თუ პია კაუმას ასე ძლიერ სურს ეს ვიზიტი, ის კერძო სტატუსით უნდა ჩავიდეს საქართველოში და არა როგორც წარმომადგენელი საერთაშორისო დემოკრატიული თანამშრომლობის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გამორჩეული ინსტიტუტისა, რომელსაც გადასახადების გადამხდელები აფინანსებენ და რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგი იქნებოდა „ასეთი უხერხემლო და უპრინციპო ნაბიჯებისა“: „სუსტი ლიდერობა ქმნის ცუდ დროს. ვიქონიოთ იმედი, რომ პია კაუმამ უკეთ იცის“, - წერს ევროპარლამენტარი, „ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა“ ჯგუფის წევრი. ასევე ნახეთ OSCE/ODHIR-ის დასკვნა ახალი არჩევნებისთვის კიდევ ერთი საფუძველია - სადამკვირვებლო ორგანიზაციები რიჰარდს კოლსის სტატუსს X-ზე გააზიარა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა იან კელიმ და დაწერა, რომ ერთპარტიულ რეჟიმთან შეხვედრა ახლა ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა: „არც ერთი დასავლელი მაღალჩინოსანი არ უნდა შეხვდეს საქართველოს მმართველ პარტიას, სანამ ის არ აიღებს ვალდებულებას აღადგინოს ნდობა საკუთარი ლეგიტიმურობისადმი და ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს ხელახალი არჩევნების გზით“, - წერს იან კელი. три "ეს ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის და სახელმწიფოს დატყვევების მის მიერ შექმნილი სქემის აღიარებისთვისაა სასარგებლო:, - პია კაუმას დაგეგილ ვიზიტს სოციალურ პლატფორმა X-ზე ასე გამოეხმაურა კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, რას...