„მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის“, - წერენ კონგრესმენები 3 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ჯერი კონოლი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტია, მაიკ ტერნერი კი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი, ამავე დროს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი. ტერნერი არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკავშირე და მხარდამჭერია. მაიკ ტერნერი ოჰაიოელებს მიმართავს ჯეი დი ვანსის მხარდასაჭერად. 2022 წლის 7 ნოემბერი. ტერნერის ამ გამოსვლის შემდეგ სიტყვით დონალდ ტრამპი გამოვიდა. ჯეი დი ვანსი კი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტი იქნება „ივანიშვილის დირექტივებით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დააახლოვა ერთპარტიული ავტორიტარიზმის მოდელთან, - „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღებით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებითა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გაჩერებით“, - აცხადებენ კონგრესმენები. მათი განცხადებით, „შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობის დაკისრება მათთვის, ვინც ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობს, მათ შორის დამატებითი სანქციებით“. 2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა - უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) - სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. შტატების გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში, ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“. ასევე ნახეთ „ოცნება“ ილუზიების ტყვეობაშია და მალე უხეშად „შეაღვიძებენ“ - ტომ როგანი ასევე ნახეთ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა | ყველა დეტალი ერთად 28 დეკემბერს ამ გადაწყვეტილებას მიესალმა მაიკლ მაკკოლი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რესპუბლიკური პარტიიდან. „მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ საქართველოს ავტოკრატიაში ჩათრევისა და იმ ტრანსატლანტიკური მომავლისგან დაშორებისთვის, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს“, - განაცხადა მაიკლ მაკკოლმა. ასევე ნახეთ მივესალმები „ქართული ოცნების“ მარიონეტების მმართველის, ივანიშვილისთვის დიდი ხანია საჭირო სანქციების დაწესებას - მაიკლ მაკკოლი 3 იანვარსვე, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის კიდევ ორმა წევრმა, ჯო უილსონმა (რესპუბლიკელი) და სტივ კოენმა (დემოკრატი) განაცხადე...