"მე მჯერა, ეს იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი. საზოგადოების ერთიანობა ჩვენი სამშობლოს გარშემო, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის, რათა მათაც მოახერხონ საერთო ენის გამონახვა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. სწორედ სიყვარულზე და ურთიერთპატივისცემაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი მომავალი ერთობა. ისეთ უანგარო სიყვარულზე, როგორც ქართველ ბებია-ბაბუებს უყვართ საკუთარი შვილიშვილები და პატივისცემაზე, რაც ქართულ ტრადიციულ ოჯახში ბებია-ბაბუების მიმართ დამოკიდებულებაში ვლინდება", - თქვა პრეზიდენტმა ყაველაშვილმა. ასევე ნახეთ რუსთაველის გამზირზე, ათასობით ადამიანი მრავალჟამიერის ფონზე შეხვდა ახალ წელს მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის სასახლეში. მას არ დასწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები - საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩები მიწვეული არ ყოფილან, რის მიზეზადაც რადიო თავისუფლებას პარლამენტის პრესცენტრში ადგილების სიმცირე დაუსახელეს. ასევე ნახეთ ვინ მიულოცა მიხეილ ყაველაშვილს არჩევა - სია ...