დღეს დილით რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე მიიტანეს მასირებული სარაკეტო შეტევა, რასაც ღამის განმავლობაში წინ უძღოდა დრონებით იერიში. სარაკეტო თავდასხმის გამო საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 8 საათიდან გამოცხადდა და დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა. სუმის ოლქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარაკეტო შეტევის შედეგად შოსტკის რაიონში დაზიანებულია 12 მრავალბინიანი სახლი, 2 საგანმანათლებლო დაწესებულება და სხვა შენობები. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული ერთ-ერთი რუსული რაკეტის ნამსხვრევებმა დააზიანა კერძო სახლი. სხვა შედეგების შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან. ასევე ნახეთ უკრაინის ცნობით, რაკეტით აღჭურვილი ე.წ. საზღვაო დრონიდან პირველად ჩამოაგდეს რუსული მი-8 ...