три როგორც საქართველოს მთავრობის პრესცენტრი იუწყება, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს შეხვდა.три სასტუმრო „ბოდბე“, სადაც "ამბასადორიალი" იმართება, 2024 წლის 20 ოქტომბერს გაიხსნა, - დაგეგმილი თარიღიდან წელიწად-ნახევრის დაგვიანებით. გახსნის ცერემონიაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო მონაწილეობა და მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ და კომპანია „სმარტ კაპიტალს“ „არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისათვის“. renderExternalContent("https://www.youtube.com/embed/MaDSIBiIU9Q?&&&fs=1&enablejsapi=1") მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის სასახლეში. მას არ დასწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები - საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩები მიწვეული არ ყოფილან, რის მიზეზადაც რადიო თავისუფლებას პარლამენტის პრესცენტრში ადგილების სიმცირე დაუსახელეს. ასევე ნახეთ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩებს არ იწვევენ ყაველაშვილის ლეგიტიმაციის საკითხს სადავოდ მიიჩნევენ როგორც სალომე ზურაბიშვილი, ასევე ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორთა დიდი ნაწილი. უკვე 32 დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ასევე ნახეთ მშვიდობა, ქართული სუფრა და სხვა აქცენტები - მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის სიტყვა ასევე ნახეთ "31-ში რუსთაველზე ერთად შევხვდებით ახალ წელს" - რა გეგმით დატოვა ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლე ...