დაკავებულთა ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს სახალხო დამცველის აპარატი. три პოლიციის განმარტებით, დაკავება მას შემდეგ დაიწყეს, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გათავისუფლების მოთხოვნაზე წინააღმდეგობა გაწიეს. три პარლამენტთან მოქალაქეები საქართველოს მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ მისთვის წითელი ბარათის საჩვენებლად შეიკრიბნენ. მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია დღეს, 29 დეკემბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის შენობაში და მას არ დასწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მედია კი სპეციალურად მოწყობილ პრესცენტრში ეკრანიდან ადევნებდა თვალს. ასევე ნახეთ მშვიდობა, ქართული სუფრა და სხვა აქცენტები - მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის სიტყვა ყაველაშვილის ლეგიტიმაციის საკითხს სადავოდ მიიჩნევს როგორც სალომე ზურაბიშვილი, ასევე ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისი პარტნიორთა დიდი ნაწილი. ...