მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია, - რომელსაც სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეები არალეგიტიმურად მიიჩნევენ, - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გახსნა. „დღეიდან, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ხალხის ჭეშმარიტ ნებას და კონსტიტუციას დაიცავს. დღეიდან, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ღირებულებების და ინტერესების სადარაჯოზე იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საპრეზიდენტო ფიცი ასეთი იყო: „მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და განუყოფლობას. კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინების და ძლევამოსილებისათვის“. ასევე ნახეთ "31-ში რუსთაველზე ერთად შევხვდებით ახალ წელს" - რა გეგმით დატოვა ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლე три საინაუგურაციო სიტყვის აქცენტები ფიცის დადებისა და საქართველოს ჰიმნის მოსმენის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მმართველ გუნდსა და დელეგატებს და ვრცელი სიტყვით მიმართა საზოგადოებას. ჯერ განაცხადა, რომ „საქართველომ საუკუნეების განმავლობაში მრავალი ქარტეხილი გამოიარა“ და „მსოფლიოს უდიდეს იმპერიებთან ... ათასწლეულების მანძილზე შეუპოვრად იბრძოლა, გადარჩა და შემოგვინახა ის ღირებულებები და ფასეულობები, რომელსაც ჩვენი ერი დაეფუძნა“. „ჩვენმა ხალხმა შექმნა ქვეყანა და რაც მთავარია - მარადიული იდეა, რომელსაც სამშობლო ჰქვია. სწორედ ამ იდეას უფრთხილდება და იცავს მუდმივად ქართველი ერი“, - განაცხადა მან. „ოჯახი“ და „უნიკალური კულტურა“ „ჩვენ შევქმენით უნიკალური კულტურა, რომელიც აგერ უკვე საუკუნეებია, დროსა და სივრცეში უხილავი ძაფებით - საერთო ტრადიციებითა და ღირებულებებით გვაკავშირებს ქართველებს“, - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი თქმით, მშვიდობისთვის მუდმივმა ბრძოლამ და მტრების მოგერიებაში გატარებულმა ასწლეულებმა ქართველ ხალხს ხასიათი „გამოუწრთო და ერთობის სასიცოცხლო მნიშვნელობაში დაარწმუნა“. მისი თქმით, ეს ერთობა „ურთიერთპატივისცემაზე, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულზეა დაფუძნებული - სადაც ძლიერი ოჯახი ძლიერ საქართველოს ნიშნავს, ხოლო ძლიერი საქართველო ძლიერი ოჯახის ტოლფასია“. ამის შემდეგ მეექვსე პრეზიდენტმა, - როგორც ინაუგურაციამდე ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, - ოჯახის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ქართული ოჯახი არის ადგილი, სადაც შვილები ბავშვობიდან სწავლობენ მშობლებისა და ბებია-ბაბუების პატივისცემას, თავისუფლების სიყვარულს, უსამართლობასთან ბრძოლას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და ეზიარებიან ჩვენი წინაპრ...