მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, „ხმოსმები“, ვინც ის აირჩია, - პარლამენტარები და საკრებულოების წარმომადგენლები, ეკლესიის იერარქები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები. ინაუგურაციაზე ელჩები არ ყოფილან მიწვეულები. три ცერემონია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეები არალეგიტიმურად მიიჩნევენ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გახსნა. „დღეიდან საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ღირებულებებისა და ინტერესების სადარაჯოზე იდგება“, - განაცხადა მან. ფიცის დადების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა: „მე ვიქნები ყველას პრეზიდენტი“. პარალელურად ორბელიანების სასახლიდან საზოგადოებას მიმართა სალომე ზურაბიშვილმა და განაცხადა, რომ ტოვებს ორბელიანის სასახლეს, თუმცა კვლავ თავს თვლის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. три რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, „შეერთებული შტატები დგას საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის გვერდით“. ასევე ნახეთ ჯო უილსონი: ამერიკა დგას ერთადერთი ლეგიტიმური ქართველი ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის გვერდით ინფორმაცია განახლდება ...