ინტერვიუს გამოქვეყნების მომენტისთვისირაკლი შაიშმელაშვილი ოჯახით უკვე აშშ-შია. მან ქვეყანა უსაფრთხოების მიზნით დატოვა. „ეს ინტერვიუ რომ გავიდეს და მე რომ აქ დავრჩე, მეორე დღეს ჩემს სახლში შეიძლება კილო-ნახევარი კოკაინი ამოიღონო“, - თქვა მან. უწყებიდან წასვლის მიზეზად, ევროკავშირის მხარდამჭერ აქციებზე პოლიციელების მიერ დემონსტრანტების ცემა და ძალადობა დაასახელა. ასევე ნახეთ “ყველა ბრძანება მოსკოვიდან მოდის” - გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი მან დეკემბრის დასაწყისში პატაკი დაწერა, საკუთარი მანქანა და გასაღები ჩააბარა და სამსახურიდან წასვლის განცხადებაში ფორმალური მიზეზი მიუთითა - „ოჯახური პირობების გამო“. გადაწყვეტილების რეალური მოტივი მისი ზემდგომებისთვის ცნობილი იყო, თავად უთხრა. საზოგადოებას კი სამსახურიდან წამოსვლის შესახებ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ანიშნა. три „ბოლო მოვლენები იყო ჩემთვის ე.წ. წყალგამყოფი, ვერც ფიზიკურად, ვერც ემოციურად და ვერც მორალურად ვერ გავუძელი“, - ასე ახსნა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა ყოფილმა უფროსმა გადაწყვეტილება სატელევიზიო ინტერვიუში. ირაკლი შაიშმელაშვილი გდდ-ში, თავდაცვის სამინისტროდან 16-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2018 წელს გადავიდა. ის ამ უწყებას წარმოადგენდა 2021 წლის 5 ივლისს, 2019 წლის გავრილოვის ღამეს და ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის დროსაც. შაიშმელაშვილი ამბობს, რომ პოლიციის ძალადობა არა ცალკეული გადაცდომა, არამედ მიზანმიმართული ქმედება იყო. ნათქვამის დასადასტურებლად ის რამდენიმე მნიშვნელოვან ამბავს ჰყვება. მისი მოყოლილი პასუხზე მეტ კითხვას აჩენს. აქციის დაშლის წესი და რეალობა ირაკლი შაიშმელაშვილმა თქვა, რომ გეგმა, რომლითაც გდდ მასობრივ შეკრებებს შლის, არ ემთხვევა იმ ტაქტიკურ დოკუმენტს, რომლითაც შსს ასეთი ტიპის ოპერაციების დროს ხელმძღვანელობს. ამ დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი თავადაა, ბრძანების გამცემები კი მისი მტკიცებით, სხვა წესებით მოქმედებენ. შაიშმელაშვილის ინტერვიუდან ირკვევა, რომ იქამდე, სანამ საქმეში გდდ ჩაერთვება, ბრძანების გამცემები შს მინისტრის მოადგილეები არიან, სპეცრაზმის გამოყვანისთანავე კი ყველა უფლება ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებასა და მისი მოადგილეების ხელში გადადის. „ანგარიშსწორება დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული არ არის, ამას რასაც უყურებთ (დემონსტრანტებზე ძალადობა - რ.თ) ჩვენი ამოცანა არაა. აქციის დაშლა სრულიად სხვა ტაქტიკით მიდის“. სისტემიდან წასული მაღალჩინოსნის შეფასებით, სამართალდამცველების ქცევა არა მართლწესრიგის აღდგენას, არამედ დაძაბულობისა და არეულობის დათესვას ემსახურება. შაიშმელაშვილმა ისიც თქვა, რომ ბოლო ორი წელია ...