შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი ქვეყნის დატოვებამდე ინტერვიუში ამბობს, რომ „აქციაზე მყოფი ჯინსებში ჩაცმული ადამიანები გდდ-ს თანამშრომლები არ არიან“. გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანთან ექსკლუზიური ინტერვიუ ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ ჩაწერა. 26 დეკემბრის საღამოს ცნობილი გახდა, რომ შაიშმელაშვილმა ქვეყანა უსაფრთხოების მიზნით დატოვა. ინტერვიუ მანამდეა ჩაწერილი. ის ეთანხმება ჟურნალისტის ეჭვს, რომ შავებში ჩაცმული, ნიღბიანი და განსაკუთრებით აგრესიული პირები სპეციალური ჯგუფები არიან, რომლებსაც აქციაზე არა მართლწესრიგის დამყარება, არამედ არეულობა სურთ. ირაკლი შაიშმელაშვილის განმატებით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში აქციების დროს ორი კატეგორიის დანაყოფებია წარმოდგენილი: რობოკოპები და დაკავების ჯგუფები. „რობოკოპები მოქმედებენ კოლოფის შემადგენლობაში, რომელიც რუსთაველს წმინდავს წყლის ჭავლისმანქანის გამოყენებით . მეორე არიან დაკავების ჯგუფები, თუმცა კადრებში მეც ვნახე, ასევე არიან ჯინსებში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც გდდ-ს თანამშრომლები ნამდვილად არ არიან", - ამბობს შაიშმელაშვილი. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, მისი ნაამბობი უნდა გავიგოთ თუ არა ისე, რომ დანაშაულს დემონსტრანტების წინააღმდეგ არა გდდ-ს თანამშრომლები, არამედ სხვა პირების სჩადიოდნენ, გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი პასუხობს: „მე არ ვიცი ეს ადამიანები ვინ არიან, ესეთი დეპარტამენტი არ ყოფილა, ამ დეპარტამენტს მსგავსი რამე არ გაუკეთებიათ, რაც სწავლებები ჩატარებულა, ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, არ ვიცი, სახეზეც არ ვიცი. ეს არ ემსახურება წესრიგის აღდგენას. ჩემთვის გაუგებარია, რატომ რა მიზნით, თუ არა მიზანმიმართულად, განხორციელებულიყო ამ აქციის მონაწილეებზე ანგარიშსწორება“, - ამბობს შაიშმელაშვილი. ის ამბობს, რომ შსს არაფერს გამოიძიებს, რადგან სისტემის შიგნით არსებობს წესი, რომ არავინ დაისჯება. ეს მიდგომა კი მისი ხედვით ემსახურება იმ უკანონო დავალებების შესრულებას, რომელსაც შავებში ჩაცმული პოლიციელები აქციის დარბევისას სჩადიან. მათ ხელშეუხებლობის გარანტია აქვთ. ამას გარდა პრობლემაა იდენტიფიცირება. შავებში ჩაცმულ პოლიციელებს ნომრები არ აქვთ. მაიდენტიფიცირებელი ნიშნები შაიშმელაშვილის თქმით, 2021 წლიდან გაქრა, მას შემდეგ რაც გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი იგივე ხარება გახდა. „ხელისუფლება იტყუება, არანაირი გამოძიება არ ტარდება, არანაირი გამოძიება არ ტარდება, არავინ იკითხება, არც დაიკითხება, პირველი ვერ დააიდენტიფიცირებენ, სისტემაშიც შეიძლება არ იცოდნენ ვინ არიან, სისტემაში არ ხდება იდენტიფიცირება, არ არის მათი სანომრე ნიშნები. ახალი წესები დააწესეს გდდ-ს ცალკეული დანა...