მან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს თბილისში ჩასვლისკენ მოუწოდა. "როგორც იქნა, აშშ-მა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი. ევროპამ უნდა მიბაძოს მათ. წევრი სახელმწიფოების ძვირფასო ლიდერებო, ძვირფასო კაია კალას, მარტა კოს, დროა ლიდერობა აჩვენოთ და თბილისში ჩახვიდეთ. საქართველოს მომავალი უმნიშვნელოვანესია ევროპული უსაფრთხოებისთვის", - წერს იგი პლატფორმა X-ზე. три ასევე ნახეთ დადგა დრო, ივანიშვილმა პასუხი აგოს - ესტონეთის საგარეო მინისტრი აშშ-ის სანქციებს ეხმაურება ასევე ნახეთ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: როგორც იქნა! აშშ-მა დაასანქცირა ივანიშვილი 2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც. გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე. „ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა დარღვევას, და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას ხელი შეუშალეს“, - აცხადებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ...