"ბიძინა ივანიშვილი აქამდეც იყო დე ფაქტო სანქციების ქვეშ და მას აშანტაჟებდნენ 3 წლის განმავლობაში, თითქმის. ახლა ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან. სინამდვილეში, არაფერი შეცვლილა, დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა იმის გამო, რომ ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები. იცით, რა იყო ჩვენი გამოწვევები 2022 წელს, რას ითხოვდნენ გუნდისგან, ბიძინა ივანიშვილისგან. იმის გამო, რომ იგი არ დაუპირისპირდა ქვეყნის საკვანძო, ძირეულ ინტერესებს, ამის გამო ჯერ აამოქმედეს დე ფაქტო სანქციები, ახლა უკვე მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს არსებითი დატვირთვა, პირიქით, ამით გამოიცალეს ხელიდან შანტაჟის ინსტრუმენტი...", - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას და დაამატა, რომ ცოტა ხნის წინ, იგი თავადაც ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს. "მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე, არაფერი განსაკუთრებული". ივანიშვილის სანქცირებას გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძეც, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი [არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის] ადმინისტრაციის პირობებში "მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა". "ჩვენ ვხედავთ მუდმივ შანტაჟს, ხან კანდიდატის სტატუსი, ხან მოლაპარაკების გახსნა, ხან სანქციები. ნუ, წარმოუდგენელია ეს... ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] საქართველოში მოღვაწეობის დროს დაკავებული იყო კეთილი საქმეებით, ქველმოქმედებით. უამრავი პროექტი, უამრავი საქველმოქმედო ღონისძიება აქვს გაკეთებული. ეს ადამიანი ემსახურება ქვეყანას, ქართველ ხალხს... ჩვენ გვინდა მეგობრობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დალაგდება", - თქვა კახა კალაძემ. ასევე ნახეთ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა | ყველა დეტალი ერთად 2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე. ბიძინა ივანიშვილი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის SDN სიაში, ანუ სანქციადაკისრებულთა სიაში. SDN სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა. შტატების დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკე...