გარდა ამისა, სხვიტარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული და მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. იგი პატიმრობაში რჩება. საბა სხვიტარიძის დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, - უთხრა რადიო თავისუფლებას სხვიტარიძის ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ. საბა სხვიტარიძე პატიმრობაშია 2024 წლის 19 დეკემბრის შემდეგ. მანამდე ერთი თვით ადრე, 17 ნოემბერს, ის დროებით დააკავეს ადმინისტრაციული წესით და ედავებოდნენ გზის ხელოვნურად გადაკეტვას. 27 დეკემბრის სხდომაზე განიხილებოდა 17 ნოემბრის ეპიზოდიც და ასევე 19 დეკემბერს დაკავების ეპიზოდი, რომელშიც მას ედავებოდნენ ორი მუხლით: პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა. მოსამართლემ ის ამ ეპიზოდებში სამართალდამრღვევად ცნო. საბა სხვიტარიძე პატიმრობაში რჩება რუსთავის N6 ციხეში - მის წინააღმდეგ, ადმინისტრაციული საქმისწარმოების გარდა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ეს ბრალდება 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ საქმეზე შემდეგი სხდომა 28 იანვარს არის დანიშნული. საბა სხვიტარიძე დააჯარიმეს - მას კვლავ ემუქრება პატიმრობა. 25 დეკემბერს სხვიტარიძის ფეისბუკზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც ის დეტალურად იხსენებს თავისი დაკავების დღეს, 4 დეკემბერს, და იმას, თუ როგორ იძალადეს მასზე დიღმის მთავარ სამმართველოში. „მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა, ჩემი ცემა ალბათ 5-10 წუთი გაგრძელდა, შეიძლება უფრო მეტი ხანიც არ ვიცი პერიოდულად გონებას ვკარგავდი. რაღაც დროის შემდეგ დაბრუნდნენ ის პოლიციელები და ზონდერებმაც დატოვეს ოთახი“. „მე ვეუბნებოდი, რომ თავბრუ მეხვეოდა და გული მერეოდა, პარკი მომაწოდეს და მამშვიდებდნენ არაფერი მოგივა ეს ბიჭები თავისი საქმის ‘’ექიმები’’ არიანო, ამ ქალაქში ასე ’’პროფესიონალურად’’ საქმეს არავინ ასრულებსო“. ასევე ნახეთ "მირტყამდნენ გვერდებში, თავში, მამშვიდებდნენ, არაფერი მოგივა, ბიჭები თავისი საქმის "ექიმები" არიანო" - სხვიტარიძე ასევე ნახეთ „ვისაც არ დაეზარა, მუშტებს და წიხლებს მირტყამდა,15-20 წუთს გრძელდებოდა ეს ცემა“ - აქციაზე დაკავებული პროგრამისტი ...