გამოქვეყნებულ პოსტში, უილსონი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის, სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების გამო "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს. "რატომ გააფორმა საქართველოს დიქტატორობის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულება სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან? მზად ხარ სანქციებისთვის, ბიძინა?" - წერს ის და თან ურთავს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისა და ბიძინა ივანიშვილის ფოტოებს. три ასევე ნახეთ ანაკლიის სანქცირებული ინვესტორი: რას ნიშნავს ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის სტრატეგიულ პროექტში ჩართვა მანამდე, ჯო უილსონმა დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დიქტატურის დამყარებას ცდილობს, ამ შემთხვევაში, კი აშშ-მა ყველანაირი დახმარება უნდა შეაჩეროს. "კორუმპირებული, ჩინეთისა და ირანის მოყვარული და ამერიკის მოძულე ბიძინა ივანიშვილი, ცდილობს საქართველოში დემოკრატია დიქტატურად გარდაქმნას. თუ ეს მოხდება, ჩვენ, პირველ რიგში ამერიკა უნდა დავაყენოთ და საქართველოსთვის ყველა ფინანსური დახმარება შევაჩეროთ", - დაწერა მან პლატფორმა X-ზე. три თავდაპირველ პოსტში კი უილსონმა აღნიშნა, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია. „პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია აშშ-ის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუკი 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ის ისეთ პასუხს მიიღეს, როგორიც ვერც კი წარმოუდგენია“. три "ქართული ოცნების" წარმომადგენლები შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუარესებას „გლობალური ომის პარტიას“ აბრალებენ და აცხადებდნენ, რომ 2025 წლის 20 იანვრიდან, - არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან, - შტატების მიდგომები შეიცვლებოდა. 2024 წლის 1 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ „დროებითი მოვლენა” უწოდა აშშ-ის გადაწყვეტილებას საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ. „როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე. მანამდე სხვა ვიღაც ამბობდა რაღაცას და იმას მიყვებოდა ჰელსინკის კომისია. რასაც იტყვის ტრამპი, იქნება ისე. ამიტომ ჩვენთვის მთავარია დონალდ ტრამპთან ურთიერთობა“, - განაცხადა მან რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დღემდე არ ჰქონიათ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან ან მის მომავალ ადმინისტრაციასთან პირდაპირი კომუნიკაცია. ასევე ნახეთ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ, არც ზედმეტად იმედიანად - მდინარაძე ტრამპის ინაუგურაციაზე ...