უწყების ცნობით, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. სუსში ამბობენ, რომ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად და ამ წუთებში საოკუპაციო რეჟიმთან "ცხელი ხაზის" მეშვეობით მოლაპარაკება მიმდინარეობს. დაკავებულთა ვინაობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ასაჯაროებს. ერთადერთი, რაც სუსში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ისაა, რომ დაკავებულები ადგილობრივი მცხოვრებლები არ არიან. სოფელი ნიქოზი ოკუპირებულ ცხინვალს ესაზღვრება და აქ ხშირია მოქალაქეთა დაკავების შემთხვევები. ამჟამად ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 11 მოქალაქე იმყოფება. ...