დაპირისპირება იყო გაერთიანებული პროფკავშირების შენობის შესასვლელში. დაშავებულია სამი ახალგაზრდა. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის, „ლაბორის“, წევრები რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ გაერთიანებული პროფკავშირების მიერ დაქირავებული დაცვის წევრები. თამილა გაბაიძე, „ლაბორის“ იურისტი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 26 დეკემბერს, დილის 11 საათისთვის, გაერთიანებული პროფკავშირების შენობაში დაგეგმილი იყო გამგეობის სხდომა, რომელზეც უნდა განხილულიყო საკითხი, რომელიც „მიმართული იყო "ლაბორის“ ინტერესების წინააღმდეგ“. თამილა გაბაიძის თქმით, მას, როგორც იურისტს, უფლება ჰქონდა, რომ სხდომას დასწრებოდა „ლაბორის“ თავმჯდომარესთან, გიორგი დიასამიძესთან ერთად, თუმცა გაერთიანებული პროფკავშირების აპარატის თანამშრომლებმა და დაცვის წევრებმა ის შენობაში არ შეუშვეს. იურისტი ამბობს, რომ ამას მოჰყვა დაპირისპირებაც: „სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა მიმართული იყო „ლაბორის“ ინტერესების წინააღმდეგ. შინაარსის შესახებ ჯერჯერობით ვერ და არ მოგიყვებით, მაგრამ მთავარია ის, რომ განიხილებოდა საკითხი, რომელიც საჭიროებდა იურისტის კომპეტენციას და დაცვის უფლების რეალიზებას. გიორგი დიასამიძეს იურისტის კომპეტენცია უფრო მეტად დაეხმარებოდა პასუხების გაცემაში. ამიტომაც ვიყავი მე იქ, როგორც იურისტი, მქონდა მინდობილობა და უფლებამოსილება, რომ შევსულიყავი. თუმცა ერთ-ერთი დარგობრივი პროფკავშირის აპარატის თანამშრომელმა ქალმა მითხრა, რომ სხდომას შეიძლება დაესწროს მხოლოდ თავმჯდომარე და სხვა არავინო და ამიტომ ვერ შემიშვებდნენ შენობაში. ამასობაში კარში ჩადგნენ ჩვენთვის გაურკვეველი პირები, ალბათ დაქირავებული დაცვა, რომლებმაც იძალადეს „ლაბორის“ წევრებზე. დაიწყეს კარის მიხურვა. ამას მოჰყვა დაპირისპირება. ამ ე.წ. დაცვის წარმომადგენელმა მუშტი ჩაარტყა სახეში „ლაბორის“ ერთ-ერთ წევრს, ასევე მეორე წევრს ჩაარტყეს მუშტი სახეში და ჩაუმტვრიეს კბილი. მესამე დაზარალებულია გოგო, რომელსაც ხელები და ფეხები აქვს დაბეჟილი. სამივე დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი“. თამილა გაბაიძის თქმით, ადგილზე გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც გამოჰკითხა „ლაბორის“ წევრები. თუმცა მას არ აქვს ინფორმაცია, გამოიკითხნენ თუ არა ის პირები, რომლებმაც იძალადეს ახალგაზრდებზე. დაპირისპირების კადრები გაავრცელა ონლაინ მედიაპლატფორმა "მაუწყებელმა". три შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, დაიწყო თუ არა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ "ლაბორის" თავმჯდომარეს, გიორგი დიასამ...