ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა დატოვა „მთავარი არხი“, რომელზეც დაფუძნების დღიდან გადიოდა მისი გადაცემა. ეს ინფორმაცია მან რადიო თავისუფლებას 25 დეკემბერს დაუდასტურა. „გადავდივარ სხვა ოპოზიციურ არხზე“, - აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა. მან თქვა, რომ ამჟამად მოლაპარაკებებს მართავს როგორც ტელეკომპანია „ფორმულასთან“, ისე ტელეკომპანია „პირველთან“. „ზუკა [გუმბარიძესაც] შევხვდი და ვატო [წერეთელსაც] და ახლა გადავწყვეტ, რომელ არხს ავირჩევ“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას. კითხვაზე, თუ რა მიზეზით ტოვებს ტელეკომპანია „მთავარ არხს“, ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ახლა ამაზე არ ისაუბრებს: „მგონია, რომ ახლა მაგ დეტალებზე საუბრის დრო არ არის. ეს ამბები რომ ჩაივლის და რომ გავიმარჯვებთ, მერე მოვყვები“, - ამბობს ის. მოგვიანებით ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ „ეს ამბავი არ უკავშირდება ტელეკომპანიაში არსებულ დავას მფლობელებს შორის“. „როგორც იცით, [ერთ-ერთმა მფლობელმა ზაზა] ოქუაშვილმა მე დამასახელა დირექტორობის კანდიდატად, მაგრამ ჩემთვის უცნაური იყო ის, რომ ეს ამბავი ფეისბუქით გავიგე. ამ თემას ჩემი წასმოვლა არ დაუკავშიროთ. საბედნიეროდ, ეს ამბავი მე არ მიკავშირდება. მე ორი წელია არ ვარ არხის თანამშრომელი. გარედან ვაწოდებდი პროდუქტს არხს“, - დაწერა ჟორჟოლიანმა. три ნანუკა ჟორჟოლიანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ნიკა გვარამია, ტელეარხის დამფუძნებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი და ამას „ძალიან საწყენი“ უწოდა. „რა თქმა უნდა, ძალიან ძალინ საწყენია, მაგრამ წარმატებებს ვუსურევებ ნანუკა ჟორჟოლიანს. ცხადია, მეგობრობა სამსახურის გამო არ მთავრდება“, - დაწერა მან ფეისბუკზე. три „მთავარი არხი“ 2019 წლის აგვისტოში დაარსდა, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „რუსთავი 2-ის“ მფლობელი შეიცვალა და ქიბარ ხალვაში გახდა. ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც მანამდე „რუსთავი 2-ზე“ მუშაობდა, „მთავარ არხზე“ სხვა კოლეგებთან ერთად გადავიდა. მას ამ დრომდე მიჰყავდა გადაცემა „სხვა ნანუკა“. 24 დეკემბერს საჯარო რეესტრში შევიდა განცხადება, რომლითაც „მთავარი არხის“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მეწილის, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელმა გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას გადაყენების რეგისტრაცია მოითხოვა. ოქუაშვილის წარმომადგენელმა, გოგი ქურდაძემ, - რომელიც კომპანიის თანადირექტორია, - სარეგისტრაციო წერილს დაურთო გიორგი გაბუნიას მიმოწერა არხის დამფუძნებლებთან, რომელშიც ის წერს: „იძულებული ვარ, მივიღო თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება“. ასევე ნახეთ ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელი გიორგი გაბუნიას გადაყენებას ითხოვს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი დაარსების დღიდან ნიკა გვარამია იყო. მას შემდეგ, რაც 2022 წლის 16 მარტს გვარამიას 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - ...