მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, 8-დან 10 იანვრის ჩათვლით. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 24 დეკემბერს გამოსცა და უკვე გამოქვეყნებულია "საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე. ამ გადაწყვეტილებით, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებს [1, 2 და 7 იანვარი] კიდევ ხუთი დღე დაემატა და საჯარო სამსახურები 1-დან 12 იანვრის ჩათვლით დაისვენებენ. "ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. ეს დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე", - წერია დადგენილებაში. ...