შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საუბარი შეეხო ახალი არჩევნების ჩატარების გზებსა და სამომავლო სამოქმედო გეგმას. "გვქონდა ძალიან სასარგებლო და კარგი საუბარი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რა პირობებში იმისათვის, რომ გამოირიცხოს ის უმსგავსობები, რაც ჩვენ ვიხილეთ 26 ოქტომბერს. ამავდროულად, ვმსჯელობთ პრეზიდენტთან ერთად იმაზე, თუ როგორ უნდა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები, რომ იყოს უზრუნველყოფილი ახალი არჩევნები. პრეზიდენტმა განაცხადა მზაობა დიალოგისთვის ბიძინა ივანიშვილთან", - თქვა მან. პარტიის, "საქართველოსთვის" წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტთან ერთად განიხილეს, მათ შორის, 29 დეკემბრის შემდგომი სამოქმედო გეგმაც. "მიმდინარეობს მუშაობა. იმაზე ვთანხმდებით, რომ პრინციპული საკითხები უნდა იყოს შეთანხმებული. იმ შემთხვევაში, თუ კეთილგონიერებას გამოიჩენს ხელისუფლება და წამოვა მოლაპარაკებებზე, მზად უნდა გვქონდეს კრიზისიდან გამოყვანის ხედვები. მეტ-ნაკლებად, ჩვენი მოსაზრებების ძირითადი ჩარჩო მზადაა. თუმცა მოლოდინი არავის გვაქვს, რომ ამ კეთილგონიერებას გამოიჩენს ხელისუფლება. 29 დეკემბრის შემდეგაც უნდა გვქონდეს კონკრეტული ნაბიჯების გეგმა", - თქვა მან. პარტია "ახლის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს გამოიკვეთა ერთიან ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების კონტურები. მისი თქმით, გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ როგორც საზოგადოების ნაწილმა, ასევე პოლიტიკურმა ნაწილმა: "ამ მხრივ მთავარი მიმართულება არის ის, ვინც დარჩა ამ ქვეყანაში ლეგიტიმური, ეს არის სალომე ზურაბიშვილი". ასევე ნახეთ პრეზიდენტი: რეჟიმის ჩამოშლა - ეს არის ალტერნატივა. ან დიალოგი, კომპრომისი, დათმობა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, მოუწოდა, დიალოგში ჩაერთოს და შეხვდეს მხარეებს ან თუნდაც პირისპირ - მას. პრეზიდენტი საუბრობს ალტერნატიულ გეგმაზეც, რაც, მისივე თქმით, არის "რეჟიმის ჩამოშლა". პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სალომე ზურაბიშვილის ვიდეომიმართვა გაავრცელა მას შემდეგ, რაც 22 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე მიკროფონის გათიშვის გამო, მას თავისი სიტყვის დასრულების საშუალება არ მიეცა. "დიალოგი ჩემთან უნდა იყოს, როგორც მედიატორთან და იმასთან, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში და აკვირდებოდა მას. მეორე მხარესაა [ბიძინა] ივანიშვილი და მის მიერ დანიშნული, არ ვიცი რამდენი წარმომადგენელი... მარტოც რომ მოვიდეს, არა უშავს, მეც ვიქნები მაშინ მარტო. ამისთვის ძალიან ცოტა დროა, ეს კრიზისი აღარ ითმენს. თუ მოვიდა იმ აზრზე, რომ ამ ქვეყანას, ამ საზოგადოე...