აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო და შეერთებული შტატების საელჩო აზერბაიჯანში აგრძელებენ სოციალურ ქსელებში დაპირისპირებას. „ამ ბოლო დროს გახშირდა სკოლის ეზოს „მჩაგვრელების“ [„ბულიების“] მსგავსი ლექსიკა მოგონილი „ამერიკელი ბუების“ [ბუა - მოჩვენებითი არსება] წინააღმდეგ“, - წერს აშშ-ის საელჩო აზერბაიჯანში და პროსახელისუფლებო ტელევიზია AZTV-ს აკრიტიკებს. „ამ თვეში ამით გამოირჩეოდა AZTV-ის გადაცემა „კვირა“ (Hefta), სადაც ლიდერობდა სიტყვები „ღია შანტაჟი“ და „ლაჩრობა“. „[ყურადღების გადატანის] მშვენიერი მცდელობაა! მაგრამ ეს ვერ გადაგვატანინებს ყურადღებას იმ ფაქტიდან, რომ აზერბაიჯანში 300-ზე მეტი პოლიტპატიმარი უსუსური ბრალდებების გამო ზის ციხეში და არდადეგების ოჯახებისგან მოშორებით გატარება უწევს“, - დაწერა საელჩომ 23 დეკემბერს. три „მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი - ბაქოში აშშ-ის საელჩოს ეს და წინა პროვოკაციული კომენტარები ამერიკული მხარის მიერ, რომელიც თავს გამოხატვის თავისუფლების მცველად წარმოაჩენს, მედიის თავისუფლების მიმართ შეუწყნარებლობა - გასაოცარია“, - ასე უპასუხა საელჩოს კრიტიკას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აიხან ჰაჯიზადამ. „როგორც ჩანს, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ყველანაირად ცდილობს, ზიანი მიაყენოს აშშ-ის საგარეო ურთიერთობებს, განსაკუთრებით აზერბაიჯანთან და რაღაც წარმოსახვით და მითურ პრეტენზიებზე სვამს აქცენტს“, - დაწერა საგარეო უწყების სპიკერმა X-ზე. три ამ განცხადებებს წინ უძღოდა აშშ-ის მიერ აზერბაიჯანის კრიტიკა და ბაქოს მიერ კრიტიკის მიუღებლობა. აშშ-ის საელჩო 19 დეკემბერს გამოეხმაურა აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო ტელევიზიაში, AZTV-ში, გასულ სიუჟეტს სათაურით: „ვაშინგტონის „მშიშრული დიპლომატია“ ბაქოს წინააღმდეგ“. „ფაქტია, რომ 2023 წლის ნოემბრის შემდეგ 30-ზე მეტი ჟურნალისტი და ბლოგერი დააკავეს. „მშიშრულია“, რომ ვიკითხოთ, რატომ? თუ აზერბაიჯანული საზოგადოების ამ ფაქტისგან ყურადღების გადატანის მცდელობაა „მშიშრული“ საქციელი?" - წერს საელჩო. „საერთაშორისო კრიტიკა ხელისუფლების მიმართ, მის მიერ თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნის გამო, ერთადერთი რამის შედეგია: ხელისუფლების მიერ თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნის“, - დაწერა საელჩომ პლატფორმა X-ზე. ასევე ნახეთ მთავრობისგან მედიის დევნის კრიტიკას ერთი მიზეზი აქვს - მთავრობისგან მედიის დევნა - აშშ-ის საელჩო ბაქოში აშშ-ის გარდა, აზერბაიჯანს დაძაბული ურთიერთობა აქვს საფრანგეთთან. რუსეთის სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში ილჰამ ალიევმა, აშშ-ის გარდა, საფრანგეთიც გააკრიტიკა და მას „არშემდგარი სახელმწიფო“ უწოდა. ამაზე პასუხად საფრანგეთის ელჩმა აზერბაიჯანში, ან ბუაიონმა დაწერა: „წელს ისევ იზრდება საფრანგეთის საელჩოში შესული სავი...