ორგანიზაციის მიერ დღეს, 24 დეკემბერს, გამოქვეყნებული ანგარიშით, რომელიც ძალადობის ათეულობით მსხვერპლთან საუბარსაც ეფუძნება, პოლიციამ თბილისში სასტიკ ძალადობას მიმართა ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. Human Rights Watch-ის თანახმად, სამართალდამცავების ქმედებას ჰქონდა ფართომასშტაბიანი და როგორც ჩანს, სადამსჯელო ხასიათი. აქციის მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით აკავებდნენ, სცემდნენ, აწამებდნენ და სასტიკად ეპყრობოდნენ პოლიციის ავტომობილებსა და განყოფილებებში. პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი დაზარალებულები, რომლებსაც უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესაუბრნენ, მიუთითებენ, რომ მიიღეს ტვინის შერყევა, ცხვირის, სახის ძვლების და კიდურების მოტეხილობა და სხვა ტრავმები. Human Rights Watch-ი ხაზს უსვამს, რომ პოლიციელები აღჭურვილი იყვნენ დამცავი საშუალებებით, შავი ნიღბებით და არ ჰქონდათ არანაირი ამოსაცნობი ნიშანი. ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების ასეულობით მონაწილეს ბრალი დასდო პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში, სასამართლოში ამ საქმეების განხილვა კი ზედაპირული იყო და არანაირი ეფექტიანი ზომები არ ყოფილა მიღებული სასტიკი მოპყრობის შესახებ სერიოზული ბრალდებების განსახილველად. ასევე ნახეთ ნახეთ რუკაზე სად ჩნდება აქციაზე დაკავებისას წართმეული ტელეფონები ასევე ნახეთ „ამას არ განვიხილავთ“, - როგორ აჩუმებენ მოსამართლეები ნაცემ დემონსტრანტებს, როცა ისინი ძალადობაზე იწყებენ ლაპარაკს Human Rights Watch-ის ევროპის და შუა აზიის განყოფილების დირექტორ ჰიუ უილიამსონის განცხადებით, დემონსტრანტების მიმართ პოლიციის სასტიკი მოპყრობის მასშტაბი და ხელისუფლების უუნარობა, ამ პირებს პასუხისმგებლობა დააკისროს, მიუთითებს, რომ ძალადობა სანქცირებული იყო ან ხელისუფლება ძალადობას ამართლებს. ...