რუსეთის კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ორგანიზების წინაპირობები ჯერჯერობით არ არსებობს. „ჯერჯერობით არანაირი რეალური იმპულსები არ ყოფილა“, - უპასუხა მან რუსეთის სააგენტო "ტასს-ის შეკითხვას", არსებობს თუ არა შეხვედრის შესაძლებლობა ტრამპის ინაუგურაციამდე. 22 დეკემბერს ტრამპმა თქვა, რომ დაელოდება პუტინთან შეხვედრას, რათა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი. ასევე ნახეთ ტრამპის თქმით, პუტინს მასთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე სურს გასულ კვირაში პუტინმა განაცხადა, რომ ოთხი წელია არ ულაპარაკია ტრამპთან, მაგრამ მზად არის, ნებისმიერ დროს შეხვდეს მას. ტრამპმა დეკემბრის დასაწყისში, უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტებთან შეხვედრის დროს ილაპარაკა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის და ომის დაუყოვნებლივ დასრულების გარშემო მოლაპარაკების აუცილებლობაზე. ვოლოდიმირ ზელენსკი, თავის მხრივ, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს. მისი თქმით, განზრახვა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი, ვითარებას იქამდე მიიყვანს, რომ კონფლიქტი უპირატესად მოსკოვის პირობებით დასრულდება. Reuters-ი წერდა, რომ ტრამპი “დეტალებს ამუშავებს.” სხვადასხვა ინტერვიუში ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულება მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია, მაგრამ საბოლოო გეგმები არ გაუმხელია. ასევე ნახეთ როგორი შეიძლება იყოს უკრაინის სამშვიდობო გეგმა? ...