30 წლის ხამზატ ჩიმაევი ჩეჩნეთის მეთაურთან, რამზან კადიროვთანაა დაახლოებული და მას „უფროს ძმას“ უწოდებს. ჩიმაევი „სპორტსვოშინგის“ ნათელი მაგალითია, - პოლიტიკოსების, მათ შორის ავტორიტარი კადიროვის, მიერ პოპულარული სპორტსმენების დამეგობრება და მათი თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების. კალაძე და ჩიმაევი MMA-ის ჩეჩნური წარმოშობის მებრძოლმა, ხამზატ ჩიმაევმა 23 დეკემბერს ინსტაგრამზე გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტოსურათი, სადაც ის და კახა კალაძე ჩანან. მოგვიანებით ფოტოები გააზიარა კალაძემაც. ფოტოებიდან ჩანს, რომ კალაძემ ჩიმაევს თავისი საფეხბურთო მაისური აჩუქა. „საქართველო, მადლობა თბილი მიღებისთვის“, - წერს ჩიმაევი და კალაძეს „თაგავს“.три ნაბიევი, სულ მცირე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მილიარდერი ექსპრემიერის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟის, ცოტნე ივანიშვილის მწვრთნელი იყო. ცოტნე ივანიშვილი რამდენიმე წელია, საბრძოლო ხელოვნებითაა დაინტერესებული. три ნაბიევი 2024 წლის 23 ოქტომბერს იმყოფებოდა მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშაში, რომელზეც აზერბაიჯანმა ყარაბაღის მეორე ომის შედეგად 2020 წელს აღადგინა კონტროლი. 23 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოსტში ნაბიევი შუშაში ტურის ორგანიზებისათვის მადლობას უხდის აზერბაიჯანის რესპუბლიკას და საელჩოს საქართველოში. ხამზატ ჩიმაევს უმასპინძლა MMA-ის კიდევ ერთმა მებრძოლმა, ქართველმა ჩემპიონმა, გურამ ქუთათელაძემ, რომლის დებიუტიც UFC-ში 2020 წელს შედგა. три ჩიმაევმა გამოაქვეყნა ქუთათელაძესთან და მის დედასთან ერთად გადაღებული ფოტოც. თბილისში ისინი ასევე შეხვდნენ ავტომობილებისა და საათების კოლექციონერს, კომპანია „ლუქს თაიმის“ თანამფლობელ საბა მიქავას. იგი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა. ფოტო ლარსიდან 23 დეკემბერს 12:00 საათისთვის ჩიმაევმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის და რუსტამ ედილსუნთანოვი ჩანან. ედილსუნთანოვი ნაკლებად ცნობილი სპორტსმენია, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. ვიდეოში ისინი საქართველო-რუსეთის საზღვართან, ლარსის გამშვებ პუნქტთან, ქართულ მხარეს იმყოფებიან. ხამზატ ჩიმაევის „სთორი“ ლარსის გამშვები პუნქტიდან ასევე ნახეთ რით დაიწყო და როგორ გაგრძელდა "ოცნების" დასჯა - ყველაფერი ერთად სანქციებზე კადიროვი - „უფროსი ძმა“ ხამზატ ჩიმაევი ჩეჩნეთის მეთაურთან, ავტორიტარ ლიდერ რამზან კადიროვთანაა დაახლოებული. 2024 წლის 5 ოქტომბერს, როდესაც კადიროვი 48 წლის გახდა, ჩიმაევმა მას დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა, „უფროსი ძმა“ უწოდა და დაწერა: „რამზან ახმატოვიჩი ჩემთვის არის უმთავრესი მოტივატორი, და სწორედ მისი წყალობითა და ყოვლისშემძლე [ალაჰის] ნებით, განახლდა ჩემი კარიერა და ხელახალი სიცოცხლე შეიძინა, როდესაც ყველაზე რთულ დროს მან წამიყვანა სა...