გერმანიის ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მანქანა შევარდა ხალხში. საქსონია-ანჰალტის ხელისუფლების თანახმად, დაიღუპა ორი ადამიანი და რამდენიმე ათეული დაიჭრა, მათგან ზოგი - მძიმედ. პოლიცია არ გამორიცხავს ტერაქტის ვერსიას. პოლიციის თანახმად, ინციდენტს განზრახ განხორციელებული თავდასხმის კვალიფიკაცია ეძლევა. Bild-ი წყაროების დაუსახელებლად იუწყება, რომ დაიღუპა 11 ადამიანი და დაიჭრა 80-მდე. DPA სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მძღოლი დაკავებულია. MDR იტყობინება, რომ, პოლიციის თანახმად, ეს არის 50-მდე წლის მამაკაცი, რომელიც საუდის არაბეთიდანაა. შეჯახების მომენტი გარე სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. გაფრთხილება: ვიდეოს შინაარსი შეიძლება აგრესიულად ან უსიამოვნოდ ჩათვალოთ. три როგორც T-Online წერს თვითმხილველზე დაყრდნობით, შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანა და ექიმი მივიდა. Bild-ის ცნობით, პოლიცია საშობაო ბაზრობის შემოზღუდულ ტერიტორიას ამოწმებს და ეძებს ასაფეთქებელ ნივთიერებებს. ასევე ნახეთ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა ...