ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში 18 დეკემბერს ჩამოვიდა. კობახიძისა და ბერსეს პირველი შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართა. იმავე დღეს შეხვდა ის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს. ასევე ნახეთ ველი ივანიშვილთან შეხვედრას - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ასევე ნახეთ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა 19 დეკემბერს კი ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული 3 ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან გაიმართა შეხვედრა. მასთან შეხვედრაზე უარი თქვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“. ასევე ნახეთ სამი ოპოზიციური პარტია ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ხვდება - „კოალიცია ცვლილებისთვის“ უარს ამბობს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ევროსაბჭო ხაზს უსვამს, რომ ვიზიტის ფონია ძლიერი დაძაბულობა, პოლიტიკური დებატების უკიდურესი პოლარიზაცია და ბოლო კვირებში მომხდარი ძალადობის აქტები. ვიზიტის წინ გენერალური მდივანი მიესალმა პატიმრობიდან ოპოზიციის წარმომადგენლების, ალექსანდრე ელისაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას. საქართველოში არსებულ დაძაბულ და შეშფოთების გამომწვევ ვითარებაში ევროპის საბჭო ყველა მხარეს მოუწოდებს, თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია, ხოლო ხელისუფლებას - თავი შეიკავოს ძალის არაპროპორციული გამოყენებისგან და პატივი სცეს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას. ასევე ნახეთ „მე დამაყაჩაღა სპეცრაზმმა“ - სად პოულობენ ჩამორთმეულ ნივთებს დაკავებული დემონსტრანტები? საქართველოში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. საპოლიციო ძალებმა სპეცსაშუალებების გამოყენებით აქციები არაერთხელ დაშალეს და 400-ზე მეტი პირი დააკავეს. შსს-ს თანახმად, ძალა და სპეცსაშუალებები დემონსტრანტების ძალადობის პასუხად გამოიყენა. თუმცა სამართალდამცავების მხრიდან ძალადობა განხორციელდა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგაც. დაშავდა მედიის არაერთი წარმომადგენელიც. ასევე ნახეთ 19 წლის ნიკას დაკავების ორი ვერსია - რა ქნეს რუსთაველზე და რა თქვეს სასამართლოზე პოლიციელებმა ...