დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC-ის) ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საყოველთაო შეკრების ადგილებში ნიღბების აკრძალვა, მით უმეტეს, ზამთარში, გრიპის და ეპიდაფეთქებების გათვალისწინებით, არ შეიძლება. „ეს [ნიღბების აკრძალვა დემონსტრაციებზე] არ შეიძლება, მით უმეტეს, ზამთარში. ნიღბის აკრძალვა დიდი თავშეყრის ადგილებში არ შეიძლება იმიტომ, რომ ზამთარში ჩვენ ყოველთვის გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების ეპიდაფეთქებები გვაქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ 19 დეკემბერს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. ამირან გამყრელიძე NCDC-ის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2013-2022 წლებში იკავებდა. მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსის პანდემია მისი ხელმძღვანელობის დროს გავრცელდა და მისი მითითებებით მართა საქართველომ კრიზისული პერიოდი. მან 19 დეკემბერს ინტერვიუში ასევე გაიხსენა სინგაპურისა და იაპონიის მაგალითები კორონავირუსის პანდემიისას და თქვა: „რატომ მართეს სინგაპურმა და იაპონიამ ყველაზე კარგად პანდემია? იმიტომ, რომ იქ ხალხი მიჩვეული იყო [პირბადეების ტარებას], სულ ატარებდნენ ზამთარში ნიღბებს. ამიტომ ნიღბების აკრძალვა არ შეიძლება“. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების პარალელურად დაამტკიცა - კანონები მესამე მოსმენით 13 დეკემბერს მიიღო. გამკაცრდა სანქცია ბევრ ისეთ მუხლზე, რომლებიც შეკრების უფლების შესაზღუდად გამოიყენება ხოლმე. ცვლილებები ეხება დემონსტრაციებზე სახის დაფარვასაც. კერძოდ, „სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა“ გამოიწვევს 2000-ლარიან ჯარიმას. ამ პერიოდში 10-მდე ცვლილებას უფლებადამცველები „განუკითხაობის დაკანონებად“ აფასებენ. ასევე ნახეთ „განუკითხაობის დაკანონება“ - პოლიციას პრევენციული დაკავების უფლება მიანიჭეს 7 დეკემბერს ამირან გამყრელიძე ფეისბუკზე ვრცელი პოსტით გამოეხმაურა რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, დემონსტრანტების დასაშლელად ე.წ. სპეციალური საშუალებების, ცრემლსადენი აირისა თუ წყლის ჭავლის მანქანაში გარეული საშუალებების გაფრქვევისა და აქციის მონაწილეებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებს. „არცერთი მსგავსი პროტესტის დროს არ ყოფილა ქვეყანაში ჩემს მეხსიერებაში, თუ არ ჩავთვლით ცხრა აპრილს, როცა სამწუხაროდ, იყო გამოყენებული სხვა ტიპის მომწამვლელი ნივთიერება“, - დაწერა მან. 19 დეკემბერს ამირან გამყრელიძემ ასევე თქვა, რომ არ ახსოვს, პროტესტების დროს ექიმები დაეჭირათ და, „მით უმეტეს, ეცემათ“. „ექიმები იყვნენ ის ადამიანები, ვინ ამ სიტუაციის განმუხტვაზე მუშაობდნენ. მათთვის სულერთია ოპოზიცია, პოზიცია, მტერი, მოყვარე. კარგი არითმოლოგი, [კახა] ეცადაშვილი, ჰყავდათ დაჭერილი. ჩახუნაშვილი, ვიცი, ოჯახური დინასტიაა. ვ...