ამერიკის შეერთებული შტატების „ჰელსინკის კომისია“, რომლის წევრებიც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას „არალეგიტიმურად“ მიიჩნევენ, აცხადებს, რომ ხალხის მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას განაგრძობს. სოციალურ ქსელ X-ში, „ჰელსინკის კომისიის“ ოფიციალურ გვერდზე 18 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქართველებს მათ მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან მიათრევს აგრესორების ღერძისკენ, რომელთა მიზანია დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრა. три „ჰელსინკის კომისია“ აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი კობახიძე დაესწრო ირანის პრეზიდენტ ფეზეშქიანის ინაუგურაციას, მანამდე კი „ქართულმა ოცნებამ“ სცადა ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცება და გავრცელებული ცნობებით, ირანთან დაკავშირებული ჯგუფები მხარს უჭერდნენ „ქართული ოცნების“ კამპანიას და ავრცელებდნენ ანტიდასავლურ ნარატივებს. „ჰელსინკის კომისია“ იმასაც იხსენებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა ჩინეთთან, რომლის კონსორციუმი ანაკლიაში ღრმაწყლოვან პორტს აშენებს. ასევე ნახეთ ივანიშვილი: ჩინეთი არ არის აშშ-ის და ევროკავშირის ალტერნატივა, ის თანამშრომლობის შემავსებელია ასევე ნახეთ „თქვენც და მეც არ ვიცით, რაზე ვაწერთ ხელს“ - პრეზიდენტი ანაკლიაში ჩინური კომპანიის შემოყვანაზე „ჰელსინკის კომისიის” განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ ძალაუფლების მიტაცებაში გაიმარჯვებს, პარტია საქართველოს გადააქცევს ძალის დემონსტრირების და ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილად არა მხოლოდ რუსი მფარველების, არამედ ჩინეთისა და ირანისთვისაც, რომლებსაც სულ უფრო უახლოვდება. აშშ-ის „ჰელსინკის კომისია“, რომელიც კონგრესის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს, სამთავრობო უწყებაა და მონიტორინგს უწევს ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს ეუთოს წევრ 57 ქვეყანაში. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, არაერთხელ განაცხადეს, რომ „ჰელსინკის კომისია" პროცესებში „რადიკალური ოპოზიციის" სასარგებლოდ ჩართული მხარეა და მის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. ასევე ნახეთ რით დაიწყო და როგორ გაგრძელდა "ოცნების" დასჯა - ყველაფერი ერთად სანქციებზე ასევე ნახეთ "ოთხ-ხუთ კვირაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, ვამზადებთ მათ შორის სანქციებს" - სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ეტაპი დაიწყო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაყალბებულად მიიჩნევენ და ახალ არჩ...