პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მედიის შეკითხვის პასუხად შეაფასა ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურის დაწყებაზე. მისი სიტყვებით, "ეს არის სიმბოლური ჟესტი". "საუბარია იმაზე, რომ სავიზო შეზღუდვა შეიძლება იყოს შემოღებული დიპლომატიურ პასპორტზე. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვერ შეხვალ დიპლომატიური პასპორტით, ეს ნიშნავს იმას, რომ ვიდრე წახვალ ევროპულ ქვეყანაში, უნდა შეიტანო განაცხადი ვიზაზე, ჩაგირტყამენ და წახვალ შესაბამის ევროპულ ქვეყანაში. ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ დიპლომატიური პასპორტით საერთოდ ვერ შეხვალ ევროპაში". ამასთან, ირაკლი კობახიძე "პატარა დისკომფორტს" უწოდებს იმას, რომ დიპლომატიური პასპორტების მქონე ადამიანებს შესაძლოა ევროკავშირში წასასვლელად სავიზო განაცხადის შეტანა მოუწიოთ. "შეიძლება დიპლომატიური პასპორტი ჰქონდეს, შეიძლება ჩვეულებრივი და ორივე შემთხვევაში მოუწიოს სავიზო განაცხადი შეიტანოს ვიზაზე. ჩაურტყამენ ვიზას და წავა ევროპულ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, პატარა დისკომფორტია, მაგრამ არა უმეტეს", - განაცხადა კობახიძემ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 16 დეკემბრის შეხვედრაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს. შედეგად, ევროკავშირი იწყებს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურას და ამ ეტაპზე არ უწესებს სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს. 16 დეკემბერს ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველო იყო. მათ იმსჯელეს იმ ზომებზე, რომლებიც საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ უნდა შემოიღონ. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა თქვა, რომ შეხვედრაზე განიხილეს „ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირება, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის უკან დგას“. თუმცა ამ ეტაპზე ევროკავშირი იმაზე შეთანხმდა, რომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდებათ. „გვქონდა ძალიან მწვავე დისკუსია და იყო სურვილი, მეტი გაკეთებულიყო, - განაცხადა კაია კალასმა, - ბევრმა თქვა, შევხედოთ, მოვლენები როგორ განვითარდება და მზად ვართ, დამატებითი ნაბიჯები გადავდგათო“. ასევე ნახეთ უვიზო რეჟიმის შეჩერება დიპლომატიური პასპორტებისთვის - რა გადაწყდა ევროკავშირის მინისტრების შეხვედრაზე ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ევროკავშირში უვიზო რეჟიმი 2011 წლიდან მოქმედებს - ეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან სავიზო ლი...