ევროპულმა საბჭომ 16 დეკემბრის სხდომაზე გადაწყვიტა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ სხდომაზე კვალიფიციურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის პროცედურის წამოწყებას. ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას დაავალა, ამ საკითხზე ფორმალური დოკუმენტი წარადგინოს. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ევროკომისიას ამასთან დაკავშირებით უკვე დაწყებული ჰქონდა მუშაობა და ოფიციალურ დოკუმენტს უახლოეს დღეებში წარადგენს. რადიო თავისუფლებამ მოიძია საქართველოს მთავრობის 2015 წელს მიღებული 176-ე დადგენილება სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი ორი ტიპისაა: დიპლომატიური პასპორტი სამსახურებრივი პასპორტი. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა კაია კალასმა განაცხადა, შეზღუდვა ორივე კატეგორიის პასპორტებს ეხება. მთავრობის 176-ე დადგენილება განსაზღვრავს იმ პირთა სიას, რომლებზეც შეიძლება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გაცემა. დადგენილებაში წლების განმავლობაში არაერთი ცვლილებაა შეტანილი და ამჟამად დადგენილება დიპლომატიური პასპორტების მფლობელთა 41 კატეგორიას განსაზღვრავს. ამ სიაში არიან: უმაღლესი თანამდებობის პირები - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე - მეუღლეებითურთ; უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და წევრები; უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მისი მოადგილეები და ამ სამსახურის 50-მდე თანამშრომელი მინისტრები და პარლამენტარები გენერალური პროკურორი, ცესკოს თავმჯდომარე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კათოლიკოს-პატრიარქი და საპატრიარქოს რამდენიმე იერარქი სახალხო დამცველი და სხვები. 2015 წლის 17 დეკემბრის ცვლილებით, „განსაკუთრებულ შემთხვევებში“ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური პასპორტი შეიძლება გაიცეს იმ პირებზე, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ სიაში. ასევე ნახეთ ორი პარასკევი 14-დან 29 დეკემბრამდე - რა ხდება ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ? დიპლომატიური პასპორტები - სრული სია დიპლომატიური პასპორტის ქონის უფლების პირთა ჩამონათვალი ასეთია: საქართველოს პრეზიდენტი, მისი მეუღლე; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მეუღლე; საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე; საქართველოს პარლამენტის წევრები; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და მისი მოადგილე საქართველოს მინისტრები და საქართველოს სახელმწიფო მინისტრები, მათი პირველი მოადგილეები და მოადგილეები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ...