აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ მიმართა. მოსამართლემ შუამდგომლობა გაითვალისწინა - არასრულწლოვანი მეთვალყურეობისთვის მამას გადაეცა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, დანაშაულში მონაწილე არასრულწლოვანებზე შეღავათები ვრცელდება. კოდექსი მათ კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებად მოიხსენიებს. „ეს პერიოდი ბრალდების მხარემ ოჯახთან კომუნიკაციაში იმ კუთხით გამოიყენა, რომ გაეაზრებინათ პასუხისმგებლობა. მათ შორის, არასრულწლოვანი ღამის საათებში გარეთ არ უნდა იმყოფებოდეს, ის უსაფრთხო გარემოში უნდა იმყოფებოდეს. ეს გარანტიები მივიღეთ“, - თქვა საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ. 17 წლის ბიჭს ბრალი 29 ნოემბერს პარლამენტის შენობაში ცეცხლმოკიდებული ნივთის სროლისთვის წაუყენეს. ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა. იგი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა ბრალდებული, სხვისი ნივთის დაზიანებისთვის. ასევე ნახეთ ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე მეცხრამეტე დღეა, დედაქალაქსა და რეგიონებში აქციები არ წყდება. დემონსტრანტები აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა 2028 წლამდე არ აპირებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის დღის წესრიგში დაყენებას. პოლიციამ აქციებზე დააკავა 400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით. ასევე ნახეთ ივანიშვილმა მაკრონს უთხრა, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა - „ოცნების“ მორიგი განცხადება ...