ინფორმაცია თავდაპირველად „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა, რადიო თავისუფლებას კი ის პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ელისაშვილი 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე, ოპოზიციონერების შეხვედრის პარალელურად დააკავეს „ქორთიარდ მარიოტის“ მიმდებარედ მომხდარი შელაპარაკებისას მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილთან ერთად. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ელისაშვილი არა ამ ფაქტზე, არამედ „ქართული ოცნების“ წევრ ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ასევე ნახეთ რის გამო დაიჭირეს ალექსანდრე ელისაშვილი - რა ჩანს სათვალთვალო კამერის ჩანაწერზე? პროსახელისუფლებო მედიამ მალევე გაავრცელა ქუჩის სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები, რომლებზეც ელისაშვილისა და ბაბაევის დაპირისპირებაა ასახული. სასამართლოზე ელისაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ბაბაევმა მას შეურაცხყოფა მიაყენა, ფიზიკური დაპირისპირებისას კი ეცადა ელისაშვილისთვის რკინის ჯოხის ჩარტყმასაც, რასაც, ადვოკატებისვე თქმით, თავად ბაბაევიც ადასტურებს. ელისაშვილი დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ალეკო ელისაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ძალადობის გამოყენებით ჩადენილი დევნა), რომელიც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ელისაშვილს 6 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა. მას იმ დღეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ასევე ნახეთ ალეკო ელისაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ...