ბრიუსელში რადიო თავისუფლების ახალი ამბების ცენტრალური სამსახურის წყაროების ცნობით, ორშაბათს, 16 დეკემბერს ევროკავშირი გააფართოვებს რუსეთის „ჰიბრიდული საფრთხეებთან“ დაკავშირებულ სანქცირების რეჟიმს - სანქციებს დაუწესებს კიდევ 18 ადამიანსა და 3 კომპანიას. მათ შორისაა საქართველოში დაბადებული, რუსეთში მცხოვრები ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, რუსეთის სახელმწიფო მედიაჰოლდინგ „გაზპრომ მედიას“ გენერალური დირექტორის მოადგილე. ჰოლდინგი მართავს რუსეთში ყველაზე დიდ პროპაგანდისტულ სატელევიზიო არხებს. ევროკავშირი მისი სანქცირების გადაწყვეტილების დასაბუთებისას მიუთითებს, რომ იგი „პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციის მთავრობის ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ევროპის კავშირში“. სანქციები ეხება პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთის ჰიბრიდულ ოპერაციებსა და საინფორმაციო მანიპულაციებში. სიაში ასევე არიან: ანდრეი ავერიანოვი, რუსეთის სამხედრო დაზვერვის „29155 ქვედანაყოფის“ დამფუძნებელი; გამოცემების, The Insider-ის, PBS-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მისი ვაჟი, ალბერტ ავერიანოვი მონაწილეობდა თბილისში ამერიკის საელჩოს თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართულ სპეციალური ოპერაციაში; ასევე ნახეთ „ჰავანის სინდრომი“ თბილისში: გამოძიება აღწერს, როგორ მუშაობს რუსეთის გრუ ამერიკელების წინააღმდეგ ნიკოლაი ტუპიკინი, ციფრული დეზინფორმაციის კამპანიის უკან მდგარი პირი - ჯგუფ „სტრუქტურის“ დამფუძნებელი, რომელიც მან ილია ღამბაშიძესთან ერთად დააარსა. აშშ-ს ორივე მათგანი ჰყავს სანქცირებული; ასევე ნახეთ გამოძიება: ვინ არის ილია ღამბაშიძე, რომელსაც კრემლის დაკვეთილი დეზინფორმაციული კამპანიისთვის აშშ-ის სანქციები შეეხო? სოფია ზახაროვა - რომელიც ტუპიკინთან და ღამბაშიძესთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ახლოს მუშაობდა უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიებზე ვლადიმირ სერგიენკო, უკრაინული წარმოშობის რუსი პოლიტტექნოლოგი, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატის, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) დამხმარე იყო და 2024 წლის თებერვალში გადადგა. აქამდე მას ჟურნალისტური გამოძიებები სდებდნენ ბრალს, რომ ФСБ-ს ჯაშუში იყო; დენის სმოლიანინოვი - პოლკოვნიკი, რომელიც სავარაუდოდ ხელმძღვანელობს რუსეთის სამხედრო დაზვერვის სპეციალურ ქვედანაყოფს ევროპაში; დანაყოფი აწყობს დივერსიულ აქტებს, აგროვებს „შემსრულებლებს“ Telegram-ისა და TikTok-ის საშუალებით და მათ კრიპტოვალუტით უხდის. ევროკავშირის ცნობით, ის „ფსიქოლოგიურ ოპერაციებში“ იღებს მონაწილეობას და გრუ-ში უკრაინის მიმართულებას ხელმძღვანელობს; ვლადიმერ ლიპჩენკო - ასევე ...