კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა მელია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ სამი დღის წინ ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე ხალხის მიყვანა გამგეობებს დაავალა. თუმცა გამგეობებმა დავალება წარმატებით ვერ შეასრულეს. „ინსტრუქცია იყო მოსვლა ბავშვებით. დიდ რაიონებს (სამგორი, გლდანი, საბურთალო, ისანი, ნაძალადევი) 1 000- 1 000 ადამიანის მოყვანა დაევალა, შედარებით პატარა რაიონებს 500-500 (მთაწმინდა, ვაკე, დიდუბე, ჩუღურეთი, კრწანისი). ჯამში მხოლოდ 500-მდე ადამიანის მოყვანა შეძლეს (თვითდინებით არავინ მისულა) და ფაქტობრივად არცერთი ბავშვი, შავრაზმელებით გარშემორტყმული ნაძვის ხე და რუსთაველზე თავისუფალი, ლაღი და მხიარული დემონსტრანტები..", - წერს ნიკა მელია. три თბილისის მერიაში სიცრუეს უწოდებენ პოლიტიკოსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. რადიო თავისუფლებას მერიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ მერმა „მხოლოდ ფეისბუქზე გააკეთა მოწოდება და ყველა დაპატიჟა, არანაირი დავალება არ ყოფილა“. 14 დეკემბერს რუსთაველზე გადაღებულ კადრებში ტვ პირველის „შაბათის ეთერმა“ საჯარო მოხელეები ამოიცნო, კრწანისის გამგეობიდან, მათ შორის ლევან ჯაფარიძე კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი. ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე მივიდა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი იანტბელიძე. პარლამენტის წინ ნაძვის ხე თბილისის მერიას, 14 დეკემბერს, საღამოს შვიდ საათზე უნდა აენთოთ. საზეიმო ცერემონია საღამოს შვიდ საათზე იყო დაგეგმილი. Embed share ნაძვის ხის ანთება გადაიდო Embed share The code has been copied to your clipboard. width px height px Facebook-ზე გაზიარება Twitter-ზე გაზიარება The URL has been copied to your clipboard No media source currently available 0:00 0:08:50 0:00 რამდენიმე წუთით ადრე, თბილისის მერმა კახა კალაძემ, მთავრობის ადმინისტრაციის ბრიფინგების ოთახიდან საახალწლო ნაძვის ხის ანთების გადადებაზე განაცხადა. „ეს ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური, რომ რადიკალური ფაშიზმი აუცილებლად უნდა დასრულდეს“, - თქვა კახა კალაძემ. ასევე ნახეთ კახა კალაძემ საახალწლო ღონისძიება გადადო თბილისის მერია ამ ღონისძიებისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში ემზადებოდა. ააწყეს ნაძვის ხე და მოაწყვეს სცენა. ღონისძიებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე კი ასეულობით პოლიციელი გამოჩნდა, პარლამენტის შენობის ფასადზე მიანათე...