კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ "ქართული ოცნების" დელეგატები და არ მონაწილეობენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები. პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ის ქუჩაში კომენტარებს არ აკეთებს, ორბელიანების სასახლეში სამსახურში მიდის. "ყველაფერი ვთქვი, ახლა მივდივარ სამსახურში. გამატარეთ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ტრადიციულად, სამსახურში მისასვლელად არ სარგებლობს რუსთაველის გამზირის იმ მონაკვეთით, რომელზეც 14 დეკემბერს გამოჩნდა. три "სალომე! სალომე!" - სკანდირებდნენ აქციის ის მონაწილეები, რომლებიც დილიდან შეიკრიბნენ პარლამენტის შენობასთან, ისინი აპროტესტებდნენ მიმდინარე პროცესს. დემონსტრანტების ნაწილმა თავის დიპლომები მიიტანა ადგილზე, აქციას სიმბოლურად ერქვა "აჩვენე დიპლომი ყაველაშვილს". "ქართული ოცნების" მიერ დასახელებულ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც ვეტერანი ფეხბურთელია და მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო, არ აქვს უმაღლესი განათლება. ასევე ნახეთ პარლამენტის შენობასთან აქცია იმართება - "ქართული ოცნება" პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტის შენობაში 14 დეკემბერს არაპირდაპირი წესით პირველად ირჩევენ პრეზიდენტს 5 წლის ვადით, პრეზიდენტი 300-წევრიანმა კოლეგიამ უნდა აირჩიოს. კოლეგიას ძირითადად „ქართული ოცნება“ წარმოადგენს და, შესაბამისად, აქვს ერთადერთი კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტების შესაძლებლობაც. 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და დემონსტრანტები, რომლებიც მეთექვსმეტე დღეა აქციებს მართავენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების "ყვითელი დონეა" გამოცხადებული. პროცესის გაშუქების შესაძლებლობა აქვს სპეციალურად ამ დღისთვის აკრედიტებულ ტელე- და ონლაინმედიას. პარალელურად რამდენიმე ათეული ახალგაზრდა, დილით 7 საათიდან ფილარმონიასთან შეიკრიბა და მსვლელობით მივიდა პარლამენტის შენობასთან. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული მიხეილ ყაველაშვილის არჩევას უწოდა „პროვოკაცია“ და „პაროდია“. მან ასევე განაცხადა, რომ არსად არ მიდის. სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ლეგიტიმური პარლამენტის არჩევის შემდეგ უნდა ჩატარდეს ლეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები. მანამდე კი, როგორც განმარტავს, ლეგიტიმურ პრეზიდენტად ის თავად დარჩება. ასევე ნახეთ „აქ ვარ და აქ ვრჩები“ - ზურაბიშვილი ყაველაშვილის არჩევას პროვოკაციას და პაროდიას უწოდებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კენჭისყრის პროცესში არ მონაწილეობენ. ვინ შე...