ამის შესახებ ვკითხულობთ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში. „ვხედავთ ყოველდღიურ ძალადობას სახელმწიფოს უსაფრთხოების ძალების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, მასობრივ თვითნებურ დაპატიმრებებსა და კრიმინალიზაციას, აგრეთვე მთავრობისა და მის კონტროლს დაქვემდებარებული სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოებულ მადისკრედიტირებელ კამპანიას, საპროტესტო აქციების მონაწილეთა სტიგმატიზაციისა და დაშინებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა დამცველებისა“, - აცხადებენ გაეროს ექსპერტები. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი პროტესტი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლის შეჩერების შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ. პროტესტს მოჰყვა სასტიკი პასუხი სახელმწიფოსგან. ყოველდღიურად ვრცელდება მშვიდობიან მოქალაქეებზე ნიღბიანი პოლიციის ძალადობრივი თავდასხმების, მათ შორის წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის არასათანადო გამოყენების ამსახველი მასალა. „საპროტესტო აქციები დიდწილად მშვიდობიანია, მიუხედავად ცნობებისა, რომ მომიტინგეთა ნაწილი მიმართავდა ძალადობას, ძირითადად პოლიციის მიერ ძალის გამოყენების პასუხად“. ასევე ნახეთ ქუჩაში დარჩენილი ბავშვი, ძაღლი, მანქანა - აქვს პოლიციას ასე დაკავების უფლება? გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი იშველიებს დაკავებულებისა და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლის შესახებ საქართველოს შსს-სა და სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას 10 დეკემბრის მდგომარეობით. „მომიტინგეებს მასობრივად ასამართლებენ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სასამართლოები. თუმცა, სრულიად დაუსჯელია სახელმწიფოს ძალების მხრიდან განხორციელებული თავდასხმები“. გაეროს ექსპერტები აცხადებენ: „სერიოზული და მზარდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატვის, გაერთიანების, შეკრების თავისუფლებისა და უფლებადამცველებისთვის სივრცის შეზღუდვას, განსაკუთრებით 2023 წლის თებერვლის შემდეგ, როცა ხელისუფლებამ პირველად წარმოადგინა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი. თუმცა, ბოლოდროინდელი თავდასხმებით ჩანს, რომ მთავრობა კიდევ უფრო მიუახლოვდა განსხვავებული აზრის სრული მასშტაბით ჩახშობას, რაც შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებმა, რომლებიც საპროტესტო აქციების შეზღუდვებს გაზრდის“. „სერიოზულად გვაშფოთებს ის, რომ რეპრესიები შესაძლოა გაძლიერდეს, განსაკუთრებით 14 დეკემბერს დაგეგმილ პრეზიდენტის არჩევნებამდე. მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს კურსი და შეეცადოს ეროვნული შერიგების მიღწევას, ადამიანის...