საფრანგეთის პარლამენტმა 4 დეკემბერს გამოუცხადა უნდობლობა მიშელ ბარნიეს მთავრობას, რომელმაც სამი თვე იმუშავა. ეს ამ ქვეყანაში დეპუტატების მიერ მთავრობის დათხოვნის პირველი შემთხვევაა 1962 წლის შემდეგ. პრემიერი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც დეპუტატების თანხმობის გარეშე მიიღო სოციალური დაზღვევის ბიუჯეტის შესახებ კანონი 2025 წლისთვის. დოკუმენტის თანახმად, ბიუჯეტის ხარჯები 40 მილიარდი ევროთი უნდა შეკვეცილიყო, გადასახადები კი 20 მილიარდი ევროთი გაზრდილიყო. არ არის ცხადი, ექნება თუ არა ახალ პრემიერს დეპუტატების მხარდაჭერა. ვადამდელმა არჩევნებმა ზაფხულში ვერცერთ პარტიას ვერ მიანიჭა დამაჯერებელი უმრავლესობა პარლამენტში. ბაირუს მთავარი ამოცანა 2025 წლის ბიუჯეტის მიღება იქნება. პრესის თანახმად, მთავრობას გაუძნელდება მემარცხენე და მემარჯვენე ფრაქციებს შორის წონასწორობის დაკავება. ამ პირობებში მთავრობის სიმყარე შეშფოთებას იწვევს. “ბარნიეს მთავრობა ბალანსის შენარჩუნებას იმის ხარჯზე ახერხებდა, რომ ულტრამემარჯვენე ლე პენის ბლოკი თავის იკავებდა უნდობლობის ვოტუმზე კენჭისყრისგან”. როცა მან პოზიცია შეიცვალა, მისი მომხრეების და მემარცხენე ბლოკის ხმების ერთობლივი რაოდენობა საკმარისი გახდა მთავრობის გადაყენებისთვის. პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება, დაშალოს პარლამენტი ბოლო არჩევნებიდან ერთი წლის განმავალობაში. არჩევნები საფრანგეთში 8 ივლისს გაიმართა. ასევე ნახეთ მაკრონმა კვლავ გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოში დემონსტრანტების დაკავებაზე ...