საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს კიდევ ოცამდე მოქალაქეს, რომელთა შორის არიან მინისტრები, პარლამენტის წევრები, სამართალდამცავი უწყებების და უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირები და კერძო მოქალაქეები. მათი ვინაობა დაკონკრეტებული არ არის. სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე 12 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადებით, ვიზების გაცემა აიკრძალა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი ან თანამონაწილე პირებისთვის. შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების" სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის საპროტესტო აქციების მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ასევე ნახეთ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი დამატებით სანქციებს აანონსებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს და საქართველოს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული: „ჩვენ ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. ქართველ ხალხთან ერთად გვინდა ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ იქნება ინტეგრირებული. ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს ამერიკის გადაწყვეტილებას და ემატება აქამდე გამოცხადებულ ნაბიჯებს, რომლებიც შეეხო „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ 100-ზე მეტ პირს და მათი ოჯახის წევრებს". ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს სავიზო სანქციები დაუწესა 2024 წლის ივნისშიც, ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ. ასევე ნახეთ აშშ ინდივიდუალურ სანქციებს, სავიზო აკრძალვებს უწესებს “ქართული ოცნების” წევრებსა და დეპუტატებს თვეების განმავლობაში, ე.წ. აგენტების კანონის და „ქართული ოცნების" წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ, ნოემბერში კი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქცი...