ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს შორის ერთ-ერთი ითვალისწინებს, რომ არასრულწლოვანთა „წვრილმანი ხულიგნობის“ თუ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მშობლები დააჯარიმონ. იმ პირობებში, როდესაც პოლიცია ხშირად სწორედ ამ მუხლით აკავებს დემონსტრანტებს, ხოლო მშვიდობიან დემონსტრაციებში არასრულწლოვანებიც მონაწილეობენ, ამ ცვლილების მიზანიც, სხვების მსგავსად, პროტესტის გამოხატვის შეზღუდვაა, - ამბობენ ადამიანის უფლებათა დამცველები. რა იცვლება თუ არასრულწლოვანი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის „კანონიერ მოთხოვნას“ არ დაემორჩილება, ამიერიდან სასამართლოს მშობლის დაჯარიმებაც შეეძლება. ეს არის ერთ-ერთი სიახლე, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. მშობელი - ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი - 100-დან 300 ლარამდე დაჯარიმდება. პოლიციის მიერ საპროტესტო აქციების არაერთხელ დარბევის მიუხედავად, დემონსტრაციები 28 ნოემბრის შემდეგ გრძელდება ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე მუხლში. ეს მუხლი კანონის ახლანდელ რედაქციაში ისედაც არსებობს და მოიაზრებს მშობლის ან მეურვის მიერ „ფუნქციების არაჯეროვნად განხორციელების შემთხვევაში“ მის დაჯარიმებას. ვრცელი მუხლი ასახელებს იმ არაერთ შემთხვევას, როცა „ფუნქციების არაჯეროვნად განხორციელება“ შეიძლება გამოვლინდეს. მაგალითად: არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების, საცხოვრებლით, საკვებითა და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო სხვა პირობებით უზრუნველყოფის მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობა; არასრულწლოვანის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება; ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა, რამაც მისი ტანჯვა, სხეულის დაზიანება, მისთვის ტკივილის მიყენება გამოიწვია წვრილმანი ხულიგნობა და ხულიგნობა ვანდალიზმი 112-ში „არამიზნობრივად“ დარეკვა და ა.შ.. ამ ჩამონათვალს ახლა ემატება „ამავე კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა“. 173-ე მუხლი კი პოლიციელის „კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაა“. ეს ჩანაწერი არ ეხება მხოლოდ საპროტესტო აქციებს - კანონში იგულისხმება ნებისმიერი ვითარება. საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო. 13 დეკემბრის პლენარულ სესიაზე კი ამ ცვლილებებს მესამე მოსმენით დაამტკიცებენ. ასევე ნახეთ „მშობლებსაც დააჯარიმებენ“ ახალი კანონით - როგორ ებრძვის "ოცნება" პიროტექნიკას „ხშირად გამოყენებული მუხლი“ ეს ის ერთ-ერთი მუხლია, რომელსაც პოლიცია დემონსტრანტების დაკავებისას არგუმენტად იშველიებს - „წვრილმან ხულიგნობასთან“ ერთად. პროევროპულ დემონსტრაციებზე ადმინისტრაციული წესით უკვე 400-მდე ადამიანი დააკავეს. სახალხო დამცველის თქმით, მათი 64% არასათანადო მოპყრ...