ხვალიდან: 1 გირვანქა სტერლინგი 3,6359 ლარი ეღირება (გაუფასურდა 3,07 თეთრით); 1 ევრო - 2,9946 ლარი (გაუფასურდა 2,04 თეთრით); 1 დოლარი 2,8512 ლარი (გაუფასურდა 1,89 თეთრით). ევრო, რომლის ღირებულებაც კოვიდპანდემიისას და შემდგომ პერიოდში თითქმის ოთხ ლარს აღწევდა, სამლარიან ნიშნულს 2022 წლის ივლისში ჩამოსცდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე არ აპირებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის დღის წესრიგში დაყენებას, ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო. 29 ნოემბრიდან დღემდე ლარი გირვანქა-სტერლინგთან 18 თეთრით, ევროსთან და დოლართან კი 11-11 თეთრით გაუფასურდა. три ყიდის თუ არა საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის კურსის შესანარჩუნებლად რეზერვში არსებულ დოლარს, უცნობია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება დროებითი მოვლენაა. მხოლოდ ოქტომბერში, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების თვეში, ეროვნულმა ბანკმა ჯამში 591,1 მლნ დოლარი გაყიდა. ასევე ნახეთ ოქტომბერში ლარის კურსის შესანარჩუნებლად ეროვნულმა ბანკმა $591 მლნ გაყიდა ასევე ნახეთ ოქტომბერში მოქალაქეებმა და ბიზნესმა ლარში დეპოზიტები 1,2 მილიარდით შეამცირეს ...