„არხის დირექციის გადაწყვეტილებით, 10 დეკემბრიდან დუტა სხირტლაძე „ტელეიმედში” აღარ მუშაობს“, - წერია „იმედის“ ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. მოგვიანებით, ტელეარხმა რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად განმარტა, რომ „მას ტელეკომპანია „იმედისთვის“ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს“. გუშინ, 11 დეკემბერს დუტა სხირტლაძემ „ფეისბუკში“ დაწერა პოსტი, რომლითაც მხარდაჭერა გამოუცხადა აქციაზე მომუშავე ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ეს პოსტი ასევე ეძღვნებოდა პოლიციის მიერ დაკავებულ არასრულწლოვანსაც: „ბავშვები, შვილები, ახალი თაობა - ესაა ჩვენი საზრუნავი და ჩვენი მომავალი... ამათ ვერავინ მოერევა. ვერც ვერავინ მორევია. ვერასდროს“. три დუტა სხირტლაძემ სატელევიზიო კარიერა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ზე" დაიწყო გადაცემით: „ვის უნდა 20 000“. წლების განმავლობაში ამ არხზე მას მიჰყავდა არაერთი სხვა გადაცემა, მათ შორის „ჯეოსტარი“. დუტა სხირტლაძემ 2012 წლიდან მუშაობა „ტელეიმედზე“ გააგრძელა. არხზე მას რამდენიმე გადაცემა მიჰყავდა, მათ შორის ბოლოს - „პატარების დიდი შოუ“. რადიო თავისუფლება ცდილობს ტელეწამყვან დუტა სხირტლაძესთან და არხის დირექტორ მაკა ლომიძესთან დაკავშირებას. კომენტარის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება. ასევე ნახეთ „საკმარისია ამდენი ტყუილი“ - ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი ამბობს, რომ „იმედს“ ტოვებს ასევე ნახეთ „იმედის“ წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე ითხოვს, გათავისუფლდეს მსახიობი, რომელსაც 9-წლიანი პატიმრობა ემუქრება დუტა სხირტლაძესა და „იმედს“ შორის თანამშრომლობის შეწყვეტა დროში ემთხვევა საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალ აქციებს. დღეს ამ აქციების მე-15 დღეა. დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს. 28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს. ...