მისი თქმით, ოქუაშვილის ცოლი, ნატო ჩხეიძე, რომელიც წლების განმავლობაში იყო პარლამენტის წევრი, მათი პარტიის საპარლამენტო სიაში რამდენიმე ადამიანის ჩაწერას ითხოვდა. გვარამიას მონაყოლის მიხედვით: „მთავარი არხის“ დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამიას ნაცვლად გიორგი გაბუნიას დანიშვნას ზაზა ოქუაშვილი მის მიერ წარდგენილი კანდიდატის თანადირექტორად დანიშვნის სანაცვლოდ დათანხმდა. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო თანადირექტორების თანხმობა; მოითხოვდნენ არხს ყოველთვიურად 15 000 ლარი გადაეხადა ნატო ჩხეიძისთვის; ნატო ჩხეიძე მოითხოვდა „კოალიცია ცვლილებების“ საპარლამენტო სიაში სამი ადამიანის ჩასმას; სიაში ჩასმაზე უარის მიღების შემდეგ „გოგი ყველაფერს აპრობლემებდა“. „ამ წუთას ეს შანტაჟისტი გოგი, ცხადია ოქუაშვილის მითითებით და უკვე სრულიად დარწმუნებული ვარ ივანიშვილთან გარიგებით, არხს ფაქტობრივად ხურავს. საკმარისი ფული ანგარიშზე გაყიდვების სახლს აქვს (სარეკლამო შემოსავლებიდან) და გოგის ხელმოწერაზე უარის გამო, ასევე ბანკებში შეტანილი წერილების და პროკურატურაში შეტანილი საჩივრების გამო, ფულს ვერ ურიგებენ თანამშრომლებს და ვერც სხვა ხარჯებს წევენ, მათ შორის, კომუნალურ და ტვ-ს ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ხარჯებს, რის გარეშეც ეთერის ტრანსლირებაც კი შეუძლებელი იქნება. ცხადია, რომ ეს ივანიშვილის თამაშის მოთამაშე ხალხი (სხვას ამ ქვეყანაში არავის აწყობს მთავარი არხის დახურვა) ყველაფერზე წამსვლელია. ფაქტია, ერთი ხელმოწერის გარდა, მისგან არაფერია საჭირო: არც ფული, არც რაიმე სხვა. მხოლოდ ხელმოწერა კანონიერი შემოსავლის კანონიერად განსაკარგად“, - წერია ფეისბუკში, ნიკა გვარამიას ოფიციალურ გვერდზე, გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. три გვარამია რამდენიმე დღის წინ დააკავა პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გუშინ, 11 დეკემბერს, 21:00 საათზე „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ გამართა ბრიფინგი, რომელზეც ისაუბრა ტელეარხის თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მხრიდან შექმნილ პრობლემებზე. „ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება - ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“. ეს ძალიან მტკივნეულია და ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მისი დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით“, - თქვა გიორგი გაბუნიამ ბრიფინგზე. ასევე ნახეთ გიორგი გაბუნია: ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს "მთავარი არხი" საპასუხოდ, ზაზა ოქუაშვილმა ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია არხის „გაძარცვაში“ დაადანაშაულა. „მთავარ არხთან დაკავშირებული პრობლემური საკითხი, რომელიც ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ ასე მო...