„ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით იწყებს განხილვას კანონპროექტის, რომლის მიღების შემთხვევაშიც, სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება. რა იცვლება? ცვლილება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში“ შედის. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა დაადასტურა. როგორაა ახლა? არსებული რედაქციით, პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, ხოლო პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს − თანამდებობაზე არჩევის დღიდან ენიშნებათ პერსონალური დაცვა, რომელიც უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ ერთი წლის ვადით უნარჩუნდებათ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგია. კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში რომ უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგი დადგეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრთა მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაცაა საჭირო. ამისთვის კი კვორუმია დაწესებული - პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემთხვევაში, ეს დეპუტატების 2/3 ანუ 100 ხმაა. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მხოლოდ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ თანამდებობის პირმა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეძლოს სახელმწიფო დაცვით სარგებლობა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. „კვორუმის არ არსებობის პირობებში მივიღებთ მოცემულობას, როდესაც ერთი მხრივ შესაბამისმა თანამდებობის პირმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ეს დადასტურდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით და მეორე მხრივ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იქნა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და არ იქნა კვორუმი მიღწეული, კონსტიტუციის დამრღვევს უფლებამოსილება ვერ შეუწყდება. შესაბამისად, მას უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ შეუნარჩუნდება პერსონალური დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიჩნეული იქნება კონსტიტუციის დამრღვევად", - წერია განმარტებით ბარათში. კანონპროექტის ავტორები არიან თენგიზ შარმანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი. მათი მტკიცებით, ცვლილებების მიზანია: პერსონალური დაცვის რესურსი გ...