"მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილება, სიგარეტისა და აიქოსის შემთხვევაში გაძვირდეს აქციზის გადასახადი, რაც აიქოსის შემთხვევაში იქნება 15 თეთრის, ხოლო 20 თეთრის ოდენობის იქნება სიგარეტის შემთხვევაში", - განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ასევე გეგმავს მოგების გადასახადი გაუზარდოს სათამაშო ბიზნესსაც. "თამაშების ორგანიზატორებზე მოგების გადასახადი იზრდება 5%-ით. როგორიც მოგებასთან დაკავშირებით ბანკებს აქვთ საგადასახადო რეგულაცია, იგივე ექნება სათამაშო ბიზნესთან, ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით", - თქვა მდინარაძემ ბრიფინგზე. 12-დღიანი საპროტესტო დემონსტრაციების ფონზე, მმართველი პარტია "ქართული ოცნება" დეკემბრიდან კიდევ არაერთ საკანონმდებლო ცვლილებას გეგმავს. მაგალითად, აქციაზე დემონსტრანტებს ნიღბების ტარება და სახის დამალვა აეკრძალებათ; გარდა ამისა, იგეგმება რეგულაციების დაწესება პიროტექნიკის გამოყენებაზე; ამასთან, საჯარო სამსახურებს უფრო მარტივად შეეძლებათ „რეორგანიზაცია“ - შესაბამისად, ადამიანთა გათავისუფლება; უფრო მარტივი გახდება პოლიციელად მუშაობის დაწყება. ...