ლექსიკონების და ცნობარების ამერიკულმა გამოცემა Merriam-Webster-მა წლის სიტყვად აირჩია „პოლარიზება“ (polarization). კომპანიის საიტზე წაიკითხავთ, რომ ეს არის „ერთ-ერთი იდეა, რომელსაც დაეთანხმა პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარე“. Merriam-Webster-ის განსაზღვრით, „პოლარიზება“ ნიშნავს „ორ მკვეთრად გამოხატულ წინააღმდეგობრიობად გაყოფას“. „ ეს არის გაყოფა, მაგრამ გაყოფის ძალიან სპეციფიკური ფორმა. პოლარიზება ნიშნავს, რომ ჩვენ ვისწრაფვით უკიდურესობებისკენ და არა ცენტრისკენ“, - დასძენს Merriam-Webster-ის მთავარი რედაქტორი პიტერ სოკოლოვსკი. 2024 წელს „პოლარიზება“ ფართოდ გამოიყენებოდა ინგლისურენოვან მედიაში, განსაკუთრებით აშშ-ის არჩევნების კონტექსტში. პოლიტიკური კონტექსტის გარდა, ამ სიტყვას იყენებენ პოპკულტურაში, ტექნოლოგიებში, ასევე სპორტსა და სხვა სფეროებში განხეთქილების გამოსახატად. „პოლარიზება“ ბოლოა წლის სიტყვების რიგში, რომლებიც უმთავრესმა ლექსიკონებმა დაასახელეს. Oxford-ის ლექსიკონმა წლის სიტყვად მიიჩნია brainrot-ი, რაც პირდაპირ თარგმანში „ტვინის ლპობას“ ნიშნავს. Collins-მა სიტყვა brat-ი აირჩია წლის სიტყვად, კემბრიჯის ლექსიკონმა - ზმნა „მანიფესტირება,“ ონლაინ ლექსიკონმა Dictionary-მ - „თავშეკავებული“ (demure), ხოლო ავსტრალიის Macquarie Dictionary თვლის, რომ წლის სიტყვაა არსებითი სახელი enshittification, რომელიც, გამომცემლების თანახმად, ზედმიწევნით ახასიათებს, ბევრი ჩვენგანის აზრით, იმას, რაც დღევანდელ სამყაროში ხდება და დღევანდელ დღეს ჩვენი ცხოვრების ბევრ ასპექტს". ასევე ნახეთ კემბრიჯის ლექსიკონმა წლის სიტყვად დაასახელა ზმნა “მანიფესტირება” ...