საგამოძიებო სამსახურმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე 7 დეკემბერს განხორციელებული თავდასხმის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ერთი ადამიანის სახლი გაჩხრიკა და მობილური ტელეფონი ამოიღო. ამავე საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს კიდევ ერთი პირი. უწყება მიუთითებს, რომ ინიციალებით მითითებული გ. ლ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩატარდა "ერთ-ერთი ტელეკომპანიის სატელევიზიო ეთერში, დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით". ამოღებული მობილური ტელეფონის მეხსიერებაში დაცული ინფორმაციის აღდგენის მიზნით, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა. "საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გამოიკითხა გ. ლ. და მისი ოჯახის წევრი". "საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე დაბარებული იქნა, ასევე, ლ.თ., რომლის შემთხვევის ადგილას შესაძლო ყოფნის თაობაზე ინფორმაცია მედია საშუალებით გავრცელდა." სატელეფონო ანძების და გამოძიებისთვის საინტერესო პირების გადაადგილების შესასწავლად მობილური ოპერატორებიდან მიმდინარეობს ინფორმაციის გამოთხოვის პროცესი. დაზარალებული ჟურნალისტის და ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა. "სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და დაკავების, მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას". საგამოძიებო პროცესის საილუსტრაციოდ საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ვიდეოც, რომელშიც ასახულია ერთი ინსპექტორის მიერ გაწეული საქმიანობა. три "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში მუშაობისას დაესხნენ თავს შავტანსაცმლიანი და ნიღბიანი უცნობი პირები. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ მაკა ჩიხრაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს. დაზიანებები იმდენად რთული იყო, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მოგვიანებით ექიმებმა თქვეს, რომ ორივეს ტვინის შერყევა აქვს და ინგოროყვას კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას. ჟურნალისტებზე თავდასხმის პარალელურად, შავნიღბიანი უცხო პირები ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისს. ფიზიკურად გაუსწორდნენ კოალიციის წევრს, კობა ხაბაზსა და კიდევ ორ პირს. მალევე, ბესიკის ქუჩის მიდამოებში შავნიღბიანი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ მსახიობ გიორგი მახარაძეს. მან თქვა, რომ თავდასხმის ფაქტს შეესწრნენ პოლიციელებიც, თუმცა მის დასახმარებლად არაფერი გაუკეთებიათ. ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელმაც თქვა, რომ "99%-იანი შან...