სირიიდან გაქცეული ბაშარ ასადის და მისი ოჯახის მოსკოვში ყოფნა დაადასტურა რუსმა დიპლომატმა მიხაილ ულიანოვმა, რომელიც რუსეთის მუდმივი წარმომადგენელია ვენაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში(გაეროს სააგენტოები და სამმართველოები). ულიანოვი რუსეთის ხელისუფლების პირველი წარმომადგენელია, რომელმაც საჯაროდ თქვა, რომ ასადი მოსკოვშია. რუსმა დიპლომატმა დღეს, 9 დეკემბერს, ტელეგრამზე დაწერა, რომ ბაშარ ასადი და მისი ოჯახი მოსკოვში არიან. ულიანოვის თანახმად, „რუსეთი მეგობრებს რთულ სიტუაციებში არ ღალატობს და ეს არის განსხვავება რუსეთს და აშშ-ს შორის“. 8 დეკემბერს დღისით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ასადის რეჟიმი დაემხო და მან ქვეყანა დატოვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ ასადმა „შეიარაღებული კონფლიქტის რიგ მონაწილეებთან მოლაპარაკებების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს პრეზიდენტის პოსტი და მშვიდობიანი გზით ხელისუფლების გადაცემის მითითებით ქვეყანა დატოვა“. ასადის მოკავშირე რუსეთის მტკიცებით, ის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ უთქვამს, სად გაემგზავრა ასადი. 8 დეკემბერს ღამით, რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებს „კრემლის წყაროზე“ დაყრდნობით გაავრცელებინეს ცნობა, რომ ასადი ოჯახის წევრებთან ერთად მოსკოვში ჩავიდა და რუსეთმა, „ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე", თავშესაფარი მისცა. ასევე ნახეთ სირიის დაკარგვა რუსეთისთვის სილის გარტყმა იქნება სირიაში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა სამთავრობო ძალებზე მასშტაბური შეტევა 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყეს, რამდენიმე დღეში აიღეს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ალეპო, კონტროლი დაამყარეს არაერთ სხვა ქალაქზეც და 8 დეკემბრისთვის შევიდნენ დედაქალაქ დამასკში. ძირითადი ძალა, რომელმაც ასადის რეჟიმი დაამხო, ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ ალ შამია"(HTS). ეს დაჯგუფება მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს, მათ შორის აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნების და რუსეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული. „ჰაიათ თაჰრირ ალ შამმა" ბოლო წლებში კავშირი გაწყვიტა „ალ-ყაიდასთან" და ცდილობდა თავი წარმოეჩინა სირიის მთავრობის პრაგმატულ ალტერნატივად. ასევე ნახეთ სირიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მზადაა ძალაუფლების გადაცემისთვის, მეამბოხეები მხარს უჭერენ მას ასევე ნახეთ ბაიდენის მოწოდებით, ასადს პასუხი უნდა აგებინონ სირიაში სამოქალაქო ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2011 წლის გაზაფხულზე პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლებამ სასტიკი მეთოდებით ჩაახშო ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების მოთხოვნით დაწყებული მშვიდობიანი გამოსვლები. ოპოზიციური გაერთიანებების გარდა, შეიარაღებულ ...